10:47 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-12 22:50:00, 1808 ნახვა

პოლიტიკა
ემზარ კვიციანი - გადავწყვიტე დავტოვო „პატრიოტთა ალიანსი“

გადავწყვიტე დავტოვო „პატრიოტთა ალიანსი“ , - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი, ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ის ტოვებს როგორც პარტიას, ასევე საპარლამენტო ფრაქციასაც.

„ჩემო ძვირფასო პატრიოტებო! გადავწყვიტე დავტოვო პატრიოტთა ალიანსი! ეს არ ნიშნავს, რომ მე რაიმე განაწყენებული მივდივარ, უბრალოდ არ მინდა ჩემი გიჟური გადაწყვეტილებებით ვავნო ჩემს მეგობრებს პატრიოტთა ალიანსის წევრებს! 4 თვე დამრჩა პარლამენტარობა და მაქსიმალურად მინდა დავიხარჯო! არ მინდა ჩემი სარისკო ქმედებით ზიანი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს! მივდივარ პარტიიდან და მივდივარ ფრაქციიდანაც! მინდა ჩემს მეგობრებს ვუსურვო წარმატება, პოლიტიკურ და პირად ცხოვრებაში! უფალი გწყალობდეთ და გფარვიდეთ! ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მე უნდა გავამძაფრო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის და ქართველობის შესანარჩუნებლად! ქართველთა გადასარჩენად თავგანწირვის გზაზე მინდა დავადგე, ვინც გამომყვება ღმერთმა დაგლოცოთ, ვინც არა თქვენც დალოცვილი მეყოლეთ! აღმოჩნდა, რომ მე სხვა გზა მაქვს, უფრო უტვინო, მაგრამ ჩემი! უფალმა მიმყოფოს ყველა პატრიოტი პატრიოტულად! დიდება ღმერთს!!!“, - წერს კვიციანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
Axios: პუტინი ჯერ არ დაეთანხმა ტრამპის მიერ უკრაინასთან გამოცხადებულ ენერგეტიკულ ზავს.
Axios: ვიტკოფმა და კუშნერმა მოსკოვში ვიზიტი გადადეს
ექვსმა ამერიკელმა სენატორმა ტრამპი რუსეთისგან დიზელის საწვავის შესყიდვის გეგმასთან დაკავშირებით კანონის დარღვევაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics