|
2020-06-12 16:48:15, 6573 ნახვა
სამხედრო
ღარიბაშვილი - სამხედრო სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
„კრიტიკული მნიშნველობა ენიჭება სახმელეთო, საზღვაო და სახმელეთო სადაზვერვო ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებას, რაშიც აქტიურ მხარდაჭერას გვიწევენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, განსაკუთრებით აშშ, დიდი ბრიტანეთი“,- აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში სიტყვის გამოსვლისას გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამხედრო სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარების მიზნით, აქცენტები თანამედროვე სადაზვერვო შესაძლებლობების ტექნოლოგიების დანერგვაზე კეთდება. „მიმდინარეობს ამ ტექნოლოგიური შესაძლებლობების ჩართვაზე მუშაობა პარტნიორ ქვეყნების ანალოგიურ სისტემებთან, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს, როგორც კონტრიბუტორი ქვეყნის როლს გლობალური უსაფრთხოების სექტორში და ამასთანავე გააფართოვებს სადაზვერვო ინფორმაციის წვდომის არეალს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცებას. საქართველოს სამხედრო სადაზვერვო ქვედანაყოფები აქტიურად თანამშრომლობენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაზვერვის და უსაფრთხოების სამსახურებთან. ისევე როგორც ნატოს წევრი ქვეყნების სახმედრო დაზვერვის უწყებებთან, შავი ზღვა, კავკასიის რეგიონის და აფრიკა ავღანეთის სამშვიდობო მისიის ფარგლებში. სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის სფეროში, ასევე, მინდა გამოვყო ნატო-საქართველოს ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა ნატოსთან უსაფრთხო ელექტრონული კავშირის შექმნაზე, რაც ხელს შეუწყობს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის უწუვეტობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინასთან,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. თავდაცვის მინისტრის განმარტებით, თავდაცვის ძალების სამხედრო სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა კვალიფიციური ახალგაზრდა კადრების მოზიდვას და მათ გადამზადებას, ასევე ოპერატიული და ანალიტიკური რესურსების განვითარებას. „გაუმჯობესდა სამხედრო დაზვერვის ქვედანაყოფებში პერსონალის მოზიდვის წესი და დაიხვეწა მათი კარიერული ზრდის სისტემა, რაშიც ასევე დიდი წვლილლი მიუძღვის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
მოზარდი, რომელსაც მკვლელობისთვის წარდგენილი ბრალი შეუმსუბუქდა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს
რუსმა ბლოგერმა და ტელეწამყვანმა ანასტასია ივლეევამ, საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია
ლუკაშენკომ ამერიკელებთან უარყო ბრალდებები ბელარუსში რეპრესიების გაგრძელების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)