2020-06-10 18:07:09, 2295 ნახვა
საზოგადოება
მოქალაქეები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირბადეს ვერ ატარებენ, შესაბამის ცნობას აიღებენ და არ დაჯარიმდებიან
მოქალაქეები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირბადეს ვერ ატარებენ, შესაბამის ცნობას აიღებენ და არ დაჯარიმდებიან, - ამის შესახებ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ სამედიცინო ცენტრები უკვე გაფრთხილებულები არიან, მოქალაქეებს მიმართვის შემთხვევაში შესაბამისი ცნობა მისცენ, თავის მხრივ კი, მოქალაქეებმა აღნიშნული ცნობა თან უნდა იქონიონ, საჭიროების შემთხვევაში წარადგინონ და ისინი 20 ლარით აღარ დაჯარიმდებიან.
პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტში ამ წუთებში მსჯელობენ. დეპუტატები საკანონმდებლო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან