2020-06-10 15:49:08, 2001 ნახვა
საზოგადოება
ტყიბულში ათასამდე მეშახტე კვლავ უსაფრთხო სამუშაო გარემოს ითხოვს
ტყიბულში ათასამდე მეშახტე მუშაობაზე უარს აცხადებს. მეშახტეები ხელფასების მომატებასა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს ითხოვენ.
„ჩვენ გვინდა აღდგეს ყველაფერი სამართლიანად, უსაფრთხო მუშაობა და ხელფასების დანამატს ვითხოვთ, რომელიც გვეკუთვნის", - ამის შესახებ ერთ-ერთმა მეშახტემ რუსთავი 2-ს განუცხადა.
მათი პროტესტი ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტს მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, მინდელის შახტში ლიფტი ჩავარდა. მეშახტეების ცნობით, ლიფტში 22 მათგანი იმყოფებოდა, რომლებიც შემთხვევით გადარჩნენ.
მეშახტეები საუბრობენ იმაზე, რომ ადმინისტრაცია მათი პრობლემით არ დაინტერესებულა და აღნიშნულ ფაქტს არც რეაგირება მოჰყოლია.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ამ წუთებში მეშახტეები კომპანიის წარმომადგენლებს ხვდებიან.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან