|
2020-06-09 17:29:06, 2386 ნახვა
ეკონომიკა
რიჟვაძე: მიუხედავად პანდემიისა, აჭარაში 3 ქალაქის მშენებლობის პროექტი და არსებული საინვესტიციო გარემო პოზიტიურ დინამიკას ქმნის
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა რეგიონში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და მიმდინარე პროექტებზე. მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა რეგიონში სამი ქალაქის მშენებლობის მნიშვნელობას და მიუხედავად კორონავირუსისგან შექმნილი გამოწვევებისა, ამ პროექტების მიმდინარეობის დინამიურობას. „ვამაყობ, რომ მიუხედავად პანდემიისა არ გვაქვს გაჩერებული პროექტები. ჩვენ არ გაგვიჩერებია იმ სამი ქალაქის მშენებლობა, რომელიც დავიწყეთ დაახლოებით ერთი წლის წინ. ეს არის განათლების და მეცნიერების ქალაქი, რომელსაც, იმედი მაქვს წლის ბოლოს დავასრულებთ. ასევე იცით, რომ „ოცნების ქალაქის" მშენებლობა დავიწყეთ თებერვლის თვეში და მშენებლობა არც ერთი დღით არ გაჩერებულა. მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანია კერძო საინვესტიციო პროექტი - „მწვანე ქალაქი" ქობულეთში. ყველა სანებართვო პროცედურა უკვე გავლილია და ამ ზაფხულს ძალიან მასშტაბურად დავიწყებთ სამუშაოებს. ეს პროექტი იქნება უპრეცედენტო როგორც ინვესტიციების მოცულობით, ასევე დატვირთვით და ტურისტული მნიშვნელობით" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რეგიონში განხორციელებული ეფექტური საინვესტიციო პოლიტიკის შედეგად, აჭარის საინვესტიციო პორტფელი 4 მილიარდ ლარს აჭარბებს. რაც შეეხება აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა მყარი ნარჩენების მართვის პროექტზე, რომლის ობიექტის მშენებლობაც მიმდინარეობს და წლის ბოლოსთვის დასრულდება. პროექტის ბიუჯეტი 7 მილიონი ევროა. აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტიც მიმდინარეობს, რომლითაც აჭარაში მცხოვრები 215 000 აბონენტი ისარგებლებს. პროექტის ბიუჯეტი 60 მილიონი ევროა და აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემის დანერგვას ითვალისწინებს. აქტიურად მიმდინარეობს ასევე ბათუმის საფეხბურთო სტადიონის, ბათუმის სპორტული კომპლექსის მშენებლობა. ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის პროექტის განხორციელება დაიწყო. საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, კრიზისულ ეტაპზე აჭარაში არაერთი ინიციატივა განხორციელდა.
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)