19:48 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-09 15:16:19, 1281 ნახვა

საზოგადოება
დავითაშვილი: აგარის შაქრის ქარხანამ მუშაობა განაახლა, სახელმწიფო ხელს უწყობს ქართულ წარმოებას, რათა ქართული პროდუქციით დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა

აგარის შაქრის ქარხანა ერთ-ერთი პირველია, რომელიც მთავრობის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის პროგრამის საფუძველზე ამოქმედდა. ქარხანაში 500 ადგილობრივია დასაქმებული და პროდუქციის დღიური წარმადობა 500 ტონამდეა. რაც ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის დიდი ნაწილის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა.

ახალ ქარხანაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი იმყოფებოდნენ.

 „ჩვენ ხელს ვუწყობთ ქართულ წარმოებას, რათა ქართული პროდუქციით დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა. მნიშვნელოვანია, რომ ერთი თვის წინ დაწყებული მოსამზადებელი სამუშაოები წარმატებით დასრულდა და ტრადიციების მქონე აგარის შაქრის საწარმომ მუშაობა განაახლა.   დღეს ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობს და დღეში 500 ტონამდე შაქარს აწარმოებს, რაც იმპორტის ჩანაცვლების კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯია. ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება. საწარმო, იმ მხარდაჭერის პირობებში, რომელიც სახელმწიფომ შექმნა სხვადასხვა პროგრამის სახით, შეძლებს წარმატებულ საქმიანობას. ახლა ძალიან აქტიური პერიოდია სურსათის, როგორებიცაა  მურაბები, ჯემები და სხვა წარმოების კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ადგილობრივი, ხარისხიანი ნედლეული კონკურენტუნარიან ფასად, ეს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. აგარის შაქარი ჩვენს ბაზარზე წარმატებული იქნება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
პენიტენციური ამტკიცებს რომ დავით ფეიქრიშვილმა მინები ჩაამტვრია და თვითდაზიანება სცადა, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics