|
2020-06-07 10:35:22, 2712 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, გაზიფიცირების მასშტაბური პროგრამა არც ერთი დღით არ შეჩერებულა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს: არხილოსკალოსა და ქვემო ქედს ეწვია, სადაც ცოტა ხნის წინ სოფლების გაზიფიცირების პროცესი დასრულდა. ნათია თურნავა პირადად გაეცნო შესრულებულ სამუშაოებს და სოფლის მოსახლეობას შეხვდა. ეკონომიკის მინისტრთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელი მიხეილ შალამბერიძე და „სოკარ ჯორჯია გაზის" დირექტორის პირველი მოადგილე ანტონ სამსონიძე. ეკონომიკის მინისტრმა სოფლის მოსახლეობას პირადად მიულოცა გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება და ის სახელმწიფო პროგრამებიც გააცნო, რომლებშიც მონაწილეობა შეუძლიათ, მათ შორის პროგრმა „აწარმოე საქართველოში". როგორც ეკონომიკის მინისტრმა მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, არცერთი დღით არ შეჩერებულა გაზიფიცირების დიდი პროგრამა, მათ შორის კახეთის რეგიონში. მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ოჯახებში გაზის ანთების სიმბოლურ ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. დღესვე, ღონისძიების ფარგლებში გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ორგანიზებით, სოფელ არხილოსკალოში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მარტოხელა დედას, მარიამ ბექაურს და ქვედა ქედში მცხოვრებ ნიკო ქისტაურის 4-შვილიან ოჯახს საჩუქრად გაზქურები გადაეცათ. „ძალიან მიხარია, რომ არსებითად დავასრულეთ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის გაზიფიცირება. მქონდა შესაძლებლობა ამენთო გაზი სოფლებში - არხილოსკალოსა და ქვემო ქედში, ეს სიკეთე ახლა ამ სოფლებშ 1300 ოჯახისთვისაა ხელმისაწვდომი. მთლიანობაში, კახეთის მხარეში ჩვენი გაზიფიცირების პროგრამის შედეგად, 150 000 - ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს ბუნებრივი აირით, რითაც კახეთის 95 პროცენტი დაიფარება. კახეთის მსგავსად საქართველოს სხვა რეგიონებიც არსებითად იქნება გაზიფიცირებული", - განაცხდა ნათია თურნავამ. აღსანიშნავია, რომ გაზიფიცირების მასშტაბური პროგრამის ფარგლებში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 8 სოფელში: ზემო ქედში, ქვემო ქედში, არხილოსკალოში, საბათლოში, ფიროსმანში, სამთაწყაროში, ჭოეთსა და თავწყაროში. პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდა 181 173 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელიც 3203 ადგილობრივ მოსახლეს ბუნებრივი გაზით სარგებლობის საშუალებას აძლევს. სამუშაოების ღირებულებამ 6 595 799 ლარი შეადგინა. გაზიფიცირების 2019-2021 მასშტაბური გეგმის ფარგლებში კახეთის რეგიონში 19 სოფელი გაზიფიცირდება.
ევროკავშირმა ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურის წინააღმდეგ გამოვიდა
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
მცხეთაში იარაღის სამალავის საქმეზე დაკავებულს საპროცესო გარიგება გაუფორმეს
აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქციას მართავენ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)