21:27 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-25 12:07:44, 1895 ნახვა

სხვადასხვა
გიგლა აგულაშვილი ფოთელ მეთევზეებს შეხვდა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე თეიმურაზ მურღულია ფოთელ მეთევზეებს შეხვდნენ.

როგოგრც „ექსპრესნიუსს“ ფოთის გამგეობის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს,  შეხვედრას, რომელიც ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფოთელ მეთევზეთა მხრიდან რამდენიმე საკითხი იქნა დასმული: ლიცენზირების, ქვოტების განაწილების, ბადეებისა და თევზსაჭერი სიღრმეების განსაზღვრის, თურქ მეთევზეებთან ურთიერთობის, ქართული თევზჭერის სფეროსათვის პრეფერენციების მიღებისა და თევზსაჭერი ფლოტის განვითარების თაობაზე.

მათივე ინფორმაციით, მინისტრი გაეცნო თევზჭერის სფეროში არსებული პრობლემებს, თევზის მოპოვების საკითხებს და ფოთელ მეთევზეებს კოოპერირების ფორმა შესთავაზა, რომელიც გონივრულ ჩარჩოებში ჩასვამს და გაამარტივებს ურთიერთობას სახელმწიფოსთან, პარტნიორებთან, ინვესტორებთან და გაზრდის კონკურენტუნარიანობას.მთავარი ამოცანაა შიქმნას პრიორიტეტული მოდელი, რომელიც ერთნაირად ხელსაყრელი იქნება სახელმწიფოსათვის, ქართული ეკონომიკის, ქალაქისა და უშუალოდ თევზჭერის ბიზნესით დასაქმებულთათვის, რადგან ისეთი აკვატორიის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა დაუშვებელია თევზჭერა განუვითარებელი იყოს.

ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ მხარი დაუჭირა მინისტრის შემოთავაზებას კოოპერირების შესახებ, რაშიც სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფი კონსულტაციებს გაუწევს ფოთელ მეთევზეებს.
შეხვედრის დასასრულს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად ადგილზე დაათვალიერეს თევზსაჭერი გემები და ნავმისადგომები. ქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა მინისტრს, მინისტრის მოადგილეს და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებს მეთევზეთა პრობლემებით დაინტერესებისა და თანადგომისათვის.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics