|
2020-05-29 14:45:09, 1279 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე გახარიას - წერილობით მოგვაწოდეთ რაღაც დოკუმენტები, რაც როგორც ყოველთვის, სიცრუეა
წერილობით მოგვაწოდეთ რაღაც დოკუმენტები, რაც როგორც ყოველთვის, სიცრუეა, - ამსი შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 2015 წელს ბავშვთა სიღარიბე იყო 2.5%, ხოლო 2017-ში გახდა 6.8%. „ეს არის ნამდვილი ინფორმაცია და არა ის ზღაპრები, რაც თქვენ წაიკითხეთ“ „ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, როგორც ყოველთვის სიცრუეა. თქვენ წერილობით მოგვაწოდეთ რაღაც დოკუმენტები. მინდა დაგისვათ კითხვა, იცით თუ არა, რატომ გაათავისუფლეს თქვენი წინამორბედი ბატონი კვირიკაშვილი? რატომ მოხსნა ივანიშვილმა კვირიკაშვილი? იმიტომ მოხსნა, რომ გაეროს მსოფლიო ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში გაიზარდა უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში. ბავშვთა სიღარიბე, პენსიონერთა სიღარიბე და საერთო სიღარიბე. ამიტომ მოხსნეს, ასე ამბობენ, მაგრამ სინამდვილეში სხვა რამის გამო მოხსნა, როგორც თქვენც მოგხსნით მალე, მაგრამ ეს სხვა საკითხია. 2015 წელს ბავშვთა სიღარიბე იყო 2.5%, 2017-ში გახდა 6.8%. ეს არის ნამდვილი ინფორმაცია და არა ის ზღაპრები, რაც თქვენ წაიკითხეთ. უკიდურესი სიღარიბე პენსიონერებში 2015 წელს იყო 1.7%, 2017 წელს გახდა 3.7%. მთლიანი სიღარიბე ქვეყანაში იყო 2.5%, 2017 წელს კი გახდა 6.8%. ამის შემდეგ სარწმუნო განახლებული ინფორმაცია არ არსებობს. ჩვენს მიერ მოტანილი ყველა ციფრი სინამდვილეა. დღეს 75 დოლარია პენსია, როდესაც 2013 წელს იყო 90 დოლარი. დათვალეთ პენსიონერების ინფლაცია რამდენჯერ გაიზარდა საქართველოში ფასები. საქართველოს მოსახლეობის 69% არის უკიდურეს სიღარიბეში მსოფლიო ბანკის კვლევით და მხოლოდ 7% არის საშუალო ფენა. ეს არის საერთაშორისო ინფორმაცია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)