06:55 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-26 15:47:10, 1381 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - ოპოზიცია დიდი ხანია ცდილობს, პოლიტიკური ხასიათის ცირკი მოეწყოს, რათა ქულები და დივიდენდები ჩაიწერონ

„დიდი ხანია არის მცდელობა, რომ პოლიტიკური ხასიათის ცირკი მოეწყოს და ქულები და დივიდენდები ჩაიწერონ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მოხსენებაში, რომლითაც ხვალ, პრემიერი პარლამენტის წინაშე წარსდგება ყველა მნიშვნელოვან თემაზე იქნება აქცენტი გაკეთებული და მმართველი გუნდის შეკითხვებიც შეეხება ყველა იმ თემას, რაც საზოგადოებას აინტერესებს.

„პრემიერის მოხსენებაში ძირითადი აქცენტები იქნება გაკეთებული. რასაკვირველია, მთავარ თემად რჩება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები, ეკონომიკური სფერო, ჯანდაცვვის სფერო,ეს არის თემები, რაზეც ჩვენც გვექნება საუბარი. ჩვენ შევეხებით ყველა იმ საკითხი, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, დახმარებებთან, ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით. თუ რა მოცულობის დახმარებებია, როგორ იქნება ორგანიზებული და რა ინტენსივობით მიმდინარეობს დღეს. სოფლის მეურნეობის საკითხებიც საინტერესოა, რამდენად ძლიერად არის ჩამოყალიბებული ის პროგრამა და როგორ ხორციელდება, რომელიც შიდა წარმოების გაზრდას გულისხმობს. ეს არ არის გარკვეული პერიოდის პრობლემა. ზოგადად კარგი ტენდენციებია სოფლის მეურნეობის დარგში და ამ ტენდენციებს უნდა სწრაფი და ინტენსიური განვითარება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექვსმა ამერიკელმა სენატორმა ტრამპი რუსეთისგან დიზელის საწვავის შესყიდვის გეგმასთან დაკავშირებით კანონის დარღვევაში დაადანაშაულა
ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ომი "ახალ, ბნელ ფაზაში" შევიდა
„ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ სამართლიანი სამყარო“: ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერმა გააკრიტიკა ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics