13:46 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-25 17:10:44, 1222 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - დაახლოებით 700-მდე ავტობუსი გვყავს, თუ საჭირო იქნება სათადარიგო ავტობუსებიც დაემატება და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას

თუ საჭირო იქნება სათადარიგო ავტობუსებიც დაემატება და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის, დედაქალაქს დაახლოებით 700-მდე ავტობუსი ჰყავს.

„დამატებითი რესურსი არის ის ავტობუსები, რომელიც გააჩნია დედაქალაქის მერიას. ჩვენ დაახლოებით 700-მდე ავტობუსი გვყავს, აქედან 500 გასულია ნორმალური ცხოვრების პირობებში და ემსახურება ქალაქის მოსახლეობას და ამ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება იქნება დაემატება სათადარიგო ავტობუსებიც და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, იმ ქვეყნებმა, რომლებმაც პანდემიის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა არ შეაჩერეს, კარგ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ, საქართველო კი ამ მხრივს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

„ზუსტად იმ ქვეყნებში, რომლებშიც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყო გაჩერებული და არ მიიღეს ის ზომები, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ, შედეგებიც ვნახეთ, თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ისინი. საქართველოს მოდელი არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, მხედველობაში მაქვს ის გადაწყვეტილებები და ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა და ზუსტად ამის გამო, ჩვენ ავირიდეთ ყველაზე დიდი საფრთხე - ადამიანების სიკვდილიანობა, სამწუხაროდ, განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში იყო ძალიან მძიმე შედეგი ამ მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკერია - რეჟიმს უნდა, გააგრძელოს საქართველოს უსაფრთხოების, მომავალი თაობის ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, მათი საკითხი ნაციონალებისგან ცალკე საქმედ გამოიყოს
ოპოზიცია დასავლეთის ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ
გავრილოვის ღამის ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში დავა წააგო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics