|
2020-05-24 11:25:40, 1396 ნახვა
საზოგადოება
ხუდადოვის ტყის მიმდებარედ დაავადებული და ხმობადი ფიჭვები მოიჭრება
დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრის პროცესი გრძელდება. დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, 200-მდე ფიჭვის ხე, 25 მაისს, ხუდადოვის ტყის მიმდებარედ არსებულ ფერდობებზე მოიჭრება, მათ ნაცვლად კი ჯანსაღი ხეები დაირგვება. თბილისის მერიის ინიციატივით, დაავადებული ფიჭვების მდგომარეობა საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლეს. მსგავსი ტიპის კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა. სპეციალისტებმა ლაბორატორიული კვლევები ევროკავშირში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩაატარეს. მათი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი დაავადების გავრცელების პრევენცია და ჯანსაღი კორომების გადარჩენა იყო. კვლევით დამტკიცდა, რომ ფიჭვის ხეებზე გავრცელებულია ორი სახეობის მავნებელი (Tomicus Destruens, Tomicus Piniperda), რომელიც მათ ხმობას იწვევს. შესაბამისად, დედაქალაქსა და მის შემოგარენში მასშტაბური სანიტარიული ჭრების განხორციელება აუცილებელი გახდა. სანიტარიული ჭრები დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად გაგრძელდება. სამუსაოებს შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“ განახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)