|
2020-05-24 11:16:01, 1355 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი: დარგის სწორი და ეფექტიანი განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ექსპერტული ცოდნის და გამოცდილების გაზიარება
ახალი კორონავირუსის პანდემიით შექმნილ ვითარებაში სოფლის მეურნეობის დარგის ეფექტიანი განვითარების გზები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. „დარგში არსებული გამოწვევების დასაძლევად, განსაკუთრებით კრიზისულ პერიოდებში, სწორი და ეფექტიანი განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია სამინისტროსა და მეცნიერებს შორის აქტიური თანამშრომლობა, ექსპერტული ცოდნის და გამოცდილების გაზიარება. სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან; ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა დარგობრივი პროგრამების შემუშავების პროცესში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, მეცნიერებმა დღეისათვის დარგში არსებულ გამოწვევებზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებმა მინისტრს დარგის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნეს. საუბარი შეეხო ქვეყნის სურსათით უზრუნველყოფის, დარგობრივი პროგრამების და აგროსასურსათო სექტორის ყველა რგოლის განვითარების მნიშვნელობის საკითხებს.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)