|
2020-05-23 15:24:40, 1367 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - დედაქალაქის მერია სრულ მზადყოფნაშია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ველოდებით რეკომენდაციებს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი და შესაბამისი სამსახურები სრულ მზადყოფნაშია საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ისინი დარგის სპეციალისტების რეკომენდაციას ელოდებიან. „დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, შესაბამისი სამსახურები არიან სრულ მზადყოფნაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ველოდებით დარგის სპეციალისტების მითითებებს. აქ საუბარია ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხობაზე, სიცოცხლეზე. არ უნდა გაგვათამამოს ამ შეზრუდვების მოხსნამ და იმან, რომ ნელ-ნელა ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს ვუბრუნდებით. შესაბამისად, როდესაც იქნება მითითებები გაცემული, რომ დაიწყოს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშობა, როგორ უნდა დაიწყოს და როგორ უნდა იქნას ეს ყველაფერი გაკეთებული, მაშინვე იქნება ჩვენი მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)