|
2015-08-22 14:41:11, 5551 ნახვა
კულტურა
გრაკლიანის არქეოლოგიური კვლევები არ შეწყვეტილა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლისა და მის ტერიტორიაზე ახლად გამოვლენილი აღმოჩენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. სააგენტოში აცხადებენ, რომ ინფორმაცია თითქოს გრაკლიანის არქეოლოგიური კვლევები უსახსრობის გამო შეწყვეტილია, სიმართლეს არ შეესაბამება. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლის განვითარება შეუქცევადია. „გრაკლიანის განვითარება საქართველოს მთავრობის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მთავარი პრიორიტეტია. არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ძეგლზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ეს არის შეუქცევადი პროცესი, იმ მიზნით, რომ ადგილზე მოეწყოს ღია გზისპირა სამუზეუმო სივრცე და უძველესი კულტურის წარმოსაჩენი თანამედროვე და მოწესრიგებული გარემო. ამ დროისთვის, მიმდინარეობს მუშაობა, რომ მაქსიმალურად მაღალპროფესიულ დონეზე მოხდეს ახლად გამოვლენილი წარწერის გაშიფვრა, რათა ქართველ მეცნიერთა მიღწევა საერთაშორისო სამეცნიერო დონეზე დადასტურდეს და გამყარდეს. გრაკლიანის ექსპედიციის ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი ამზადებს ექსპრეს პუბლიკაციას და სამუშაო ანგარიშს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში წარსადგენად. მასალები კულტურული მემკვიდრეობის სფეროს საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება. ეროვნული მნიშვნელობის გრაკლიანის გორა ცხადად გამოხატავს სახელმწიფო პოლიტიკას ძეგლთა დაცვის სფეროში. თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობის პროცესში გამოვლენილი გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლი, როგორც სპეცილისტები ვარაუდობენ, კიდევ არაერთ საინტერესო აღმოჩენას გვპირდება, რომლის კვლევისა და განვითარებისთვის სახელმწიფოს მხრიდან 2014-2015 წლებში გამოყოფილი ბიუჯეტი ჯამში 430 000 ლარს შეადგენდა. 2014 წელს 10 000 ლარი პროექტებისთვის და 50 ათასი არქეოლოგიური კვლევისთვის გამოიყო; 2015 წელს კი ბიუჯეტი გაიზარდა - 100 000 ლარი არქეოლოგიურ კვლევაზე, ხოლო 270 000 ლარი ტურისტული ინფრასტრუქტირისა და სამუზეუმო სივრცის მშენებლობაზე დაიხარჯება. 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 400 000 ლარი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის 2016 წლის პროგრამის ფარგლებში, გაწერილი გეგმის მიხედვით, გრაკლიანის ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური კვლევის გაგრძელებასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. ამასთან, დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გრაკლიანის განვითარების ეტაპები გონიოს არქეოლოგიური მუზეუმის თანამშრომლებს და მედიის წარმომადგენლებს გააცნო.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)