05:56 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-22 14:20:33, 1419 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია მოუწოდებს მთავრობას მოხსნან დაწესებული ჯარიმები და აამუშაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გონივრული შეზღუდვებით

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია მთავრობას მოუწოდებს მოხსნან დაწესებული ჯარიმები და აამუშაონ  საზოგადოებრივი ტრანსპორტი გონივრული შეზღუდვებით.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნება ვერ მოხდება.

„გუშინ ივანიშვილის გუნდის ფენომენალური პოლიტიკური სიბრიყვის ტოლფასი ახსნები მოვისმინეთ მანქანებზე. ხუნდაძის მიერ ამ პარლამენტის და ამ სამთავრობო გუნდისთვისაც კი გამორჩეულად საოცარი სისულელეები იყო იქ ნათქვამი, რატომ იყო შეზღუდვა. დღეს პრემიერ-მინისტრმა გახარიამ და ბატონმა ვოლსკიმ აღიარეს, რომ პოლიტიკური ფრონტი გაგვიხსნეს და „ევროპული საქართველო“ დაწინაურდაო და ამ წნეხის ქვეშ ეს აბსურდული შეზღუდვა მოხსნე და დატოვეს ტაქსებზე კიდევ რაღაც შეზღუდვები. მაგრამ ჯარიმები და ის ზარალი, რაც ელის წინ ჩვენს მოქალაქეებს თუ არ მოხსნიან ამ ჯარიმებს.

მეორე საკითხი, ეკონომიკის გახსნა და მოქალაქეების ქალაქებში ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნება ვერ მოხდება სანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს, სანამ ტაქსებზე ისევ შეზღუდვებია და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გაუხსნიათ. ეს ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს, გაჭირვებულს თუ საშუალო კლასს არ შეეძლება საკუთარ ოჯახებზე ზრუნვა და ნორმალური მუშაობა, რათა შიმშილის ზღვარზე არ დადგნენ. ამიტომ, სწრაფად დაიწყონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა გონივრული შეზღუდვებით, იქნება ეს პირბადე თუ შეზღუდული რაოდენობა.

ამის გარეშე ვერ მოხდება დაბრუნება ნორმალური ცხოვრებისკენ და ვერ მოხდება იმ ზიანის ამოქაჩვა, რაც ოჯახებმა მიიღეს. მათი მდგომარეობა უფრო დამძიმდება. უმრავლესობას არ აქვს შესაძლებლობა მათი მანქანით გადაადგილდებოდეს. მოხსნან ჯარიმები და გახსნან საზოგადოებრივი ტრანსპორტი გონივრული შეზღუდვებით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექვსმა ამერიკელმა სენატორმა ტრამპი რუსეთისგან დიზელის საწვავის შესყიდვის გეგმასთან დაკავშირებით კანონის დარღვევაში დაადანაშაულა
ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ომი "ახალ, ბნელ ფაზაში" შევიდა
„ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ სამართლიანი სამყარო“: ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერმა გააკრიტიკა ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics