2020-05-22 12:58:30, 1350 ნახვა
პოლიტიკა
თურნავას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებით, ბიზნესს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმის, ნათია თურნავას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებით, ბიზნესსა და საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება.
„შეზღუდვების შემსუბუქება არის მნიშვნელოვანი გზავნილი ბიზნესის მიმართულებით, რომ მაქსიმალურად შეუფერხებლად შეუძლიათ, რომ გააგრძელონ ან განაახლონ საქმიანობა. ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის მეშვეობით ჩვენ მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ და იმ პრობლემების გადაჭრაში ვეხმარებით რაც საბრუნავი სახსრების ნაკლებობას უკავშირდება.
ის, რომ შევძელით ეფექტური მართვის წყალობით ეპიდემიის მართვა და ვაუქმებთ საგანგებო მდგომარეობას, არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას, ბიზნესის წარმომადგენლებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, პირიქით, ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს თითოეულ ჩვენგანს, მათ შორის ბიზნესს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან