|
2020-05-21 14:23:00, 14625 ნახვა
ომი უკრაინაში
ევრონიუსი - კორონავირუსთან ბრძოლის შვედური მოდელი კითხვებს იწვევს
მოზეს ნტანდა ერთი თვის წინ, მოხუცთა თავშესაფარში, მარტოობაში, 72 წლის ასაკში, კორონავირუსისგან გარდაიცვალა. შვედეთში, კორონავირუსისგან გარდაცვლილი დაახლოებით 4 ათასი ადამიანისგან, ძირითადად ყველა გარდაცვლილი - მოხუცია. იულიანა იიხემი, მოზეს ნტანდას დისშვილი, სვამს კითხვას, რატომ არ განათავსეს მისი ნათესავი კლინიკაში: „როდესაც ვიკითხე, მე მიპასუხეს, რომ ასეთია პროტოკოლი მოხუცი ადამიანების მოვლისა. კოვიდინფიცირებულ მოხუცებს ამბულატორიულად უვლიან, იმის ნაცვლად, რომ მოათავსონ სტაციონარში. საქმე იმაშია, რომ ნტანდა საჭიროებდა ზუსტადაც, რომ კლინიკაში ყოფნას და იქ მოვლასა და მკურნალობას“, - აცხადებს იიხემი. შვედეთში კორონავირუსისგან გარდაიცვალა 3 800-ზე მეტი ადამიანი. შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგის, ანდერს ტეგნელის განმარტებით, „ჩვენი მიდგომა მოიცავს ბევრ ასპექტს. მოხუცების დაცვა, განსაკუთრებით იმათი, რომლებიც იმყოფებიან მოხუცთა თავშესაფარში - იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი. სამწუხაროდ, ჩვენი პრინციპი არც თუ ისე ეფექტური აღმოჩნდა. ჩვენ ვიცით ამის შესახებ. ახლა ჩვენ ვცდილობთ შევიტანოთ შესწორებები, რათა დავეხმაროთ მათ, ვინც უვლიან მოხუცთა თავშესაფარში მყოფ ადამიანებს“. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანა ლინდე აცხადებს, რომ „გარკვეულ შედეგებს ჩვენ ასე თუ ისე მივაღწიეთ, ჩვენ შევძელით პლატოზე გასვლა, ასევე შევძელით ჯანდაცვის სისტემის დაცვა. თუმცა, რასაკვირველია თითოეული გარდაცვლილი - ტრაგედიაა. ტრაგედიაა მისი ოჯახის წევრებისთვის, მისი ნათესავებისთვის. ჩვენ ვალდებულები ვართ გავიაზროთ დეტალებსსი, თუ რატომ და როგორ ჩამოყალიბდა ასეთი მძიმე სიტუაცია მოხუცთა თავშესაფრებში, სადაც იყო ინფიცირებისა და გარდაცვალების ბევრი შემთხვევა“. თუმცა იულია იიხემი, ამ ყველაფერს არ ეთანხმება. ის აცხადებს, რომ „ისინი, სახელმწიფო მოხელეები კიდევ ფიქრობენ, რომ მათი არჩევანი აღმოჩნდა სწორი, რომ სქემამ იმუშავა, თუმცა, რატომ გარდაიცვალა მაშინ ამდენი ადამიანი?“, - აცხადებს იიხემი.
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)