|
2015-01-27 14:39:21, 3460 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ ევროსაბჭოში დებატები მიმდინარეობს
ევროსაბჭოში იანვრის სესიაზე უკრაინაში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ დებატები მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, ახალი შემადგენლობით ესწრება. ევროპელი მომხსენებლები სიტყვით გამოსვლისას რუსეთს აკრიტიკებენ და უკრაინაში ღია აგრესიის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვიანი პროტესტის შემდეგ, ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაცია ჩავიდა, რომლებიც დარბაზში იმყოფებიან და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიშს პირადად ისმენენ. დღევანდელ დებატებში ქართული დელეგაციის წარმომადგენელებიც მიიღებენ მონაწილეობას. "დღევანდელი პლენარული სესიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჰუმანიტარული და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაა.ვფიქრობ ,ჩვენი დელაგაცია დღევანდელ დებატებში აქტიური იქნება.ჩაწერილი ვარ დებატებში. იმედი მაქვს, რომ მომეცემა სიტყვით გამოსვლის სშუალება. ჩვენ ვაღიარებთ, ძალიან მკაცრი შეფასება მივცეთ უკრაინაში არსებულ მდგომარეობას",-განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, დოკუმენტში ბევრი ცვლილება შევიდა , რომელიც უკრაინისა და ქართული დელეგაციის წარმომადგენლების მხრიდან მხარდაჭერილი იყო. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა მოსაზრებები ერთიანია და ისინი უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. "რეზოლუციაში ჩვენ მხარი დავუჭირეთ იმ პოზიციებს, რაც გააჟღერა უკრაინულმა მხარემ. ამ ცვლილებებს მხარს უჭერს როგორც კომიტეტის სრული შემდაგენლობა, ასევე მომხსენებელი. შესაბამისად პლენარულ სხდომაზე არ ველოდებით არც ერთ ცვლილებას.ცვლილებები მიზნად ისახავდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და დევნილების და იძულებით გადაადგილებულ პირებისათვის მათი უფლებების უზრუნველყოფას ყოველგვარი პირობების გარეშე",-აღნიშნა ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანმა. ცნობისთვის, გუშინ სესიაზე კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, რობერტ ვოლტერმა რუსეთის ფედერაციისთვის უფლებამოსილების გაგრძელების საკითხი გააპროტესტა, რასაც ასამბლეის წევრებმა, მათ შორის, საქართველოს დელეგაციის ყველა წევრმა მხარი დაუჭირა და საკითხი დღის წესრიგში შეიტანეს.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)