|
2020-05-20 20:36:45, 15980 ნახვა
ომი უკრაინაში
იმნაძე - გვეშინია იმის, რომ სიტუაცია, რომელიც აქამდე ასე მოვიყვანეთ, არ გახდეს არაკონტროლირებადი და ზაფხულს კორონას მატებით არ შევხვდეთ
ძალიან გვეშინია იმის, რომ სიტუაცია, რომელიც აქამდე ასე მოვიყვანეთ, არ გახდეს არაკონტროლირებადი და ზაფხულს კორონას მატებით არ შევხვდეთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო სამ დღეში დაფიქსირდა იმაზე მეტი შემთხვევა, რაც საქართველოში მთლიანად არის დაფიქსირებული. „ძალიან მესმის, რომ შეწუხდა ჩვენი მოსახლეობა ამ შეზღუდვებისგან, მაგრამ გვერდზე გვაქვს ჩვენი მეზობელი ქვეყანა, ჩვენხელა ქვეყანა სომხეთი, რომელმაც პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა ერთდროულად გააუქმა. თუმცა საინტერესოა, რომ საგანგებო მდგომარეობა შენარჩუნებული იქნა, ოღონდ გაუქმდა აკრძალვები ტრანსპორტი იქნება ეს, თუ რესტორნები. არა თუ ღია, დახურული რესტორნებიც ამუშავდა. ანუ, ყველაფერი გაიხსნა, ეკონომიკა მთლიანად გაიხსნა. ჯერჯერობით რასაც ვუყურებთ, ბოლო სამ დღეში დაფიქსირდა იმაზე მეტი შემთხვევა, რაც საქართველოში მთლიანად არის დაფიქსირებული. ამიტომ ძალიან ფრთხილად ვუდგებით ამ საკითხს. მოგეხსენებათ, ნელ-ნელა იხსნება ბევრი რეგულაცია, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ. იგივე სამ კაცზე, როდის დაიშვება ტრანსპორტში, რა თქმა უნდა, ესეც მოიხსნება, მაგრამ ვიმეორებ, ჩვენ ძალიან გვეშინია იმის, რომ სიტუაცია, რომელიც აქამდე ასე მოგვიყვანია, არ გახდეს არაკონტროლირებადი, არ გაგვექცეს ხელიდან და ამ ზაფხულს არ შევხვდეთ კორონას ახალი მატებით“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)