08:30 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-20 19:47:54, 16179 ნახვა

ომი უკრაინაში
გამყრელიძე - პარასკევიდან ბოლნისსა და თელავში ე.წ. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ეპიდსიტუაციის კვლევა დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პარასკევიდან ბოლნისსა და თელავში ე.წ. სერო-პრევალენტობის კვლევა დაიწყება.

მისი თქმით, კვლევები 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასზე დამოკიდებული იქნება, თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება დაიგეგმოს ბოლნისში.

„ჩვენ ზეგიდან, პარასკევიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და თელავის მუნიციპალიტეტში ვიწყებთ ე.წ. სერო-პრევალენტობის კვლევას, რათა დავადგინოთ, როგორია გავრცელება კოვიდინფიცრებისა მთლიანად ბოლნისის მუნიციპალიტეტში, არა მხოლოდ ორ სოფელში. საკონტროლოდ ავიღეთ კახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, კერძოდ თელავი. ე.წ. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 5 დღის განმავლობაში, პარასკევიდან მოყოლებული ამ კვლევებს  ჩავატარებთ და ამ კვლევებზე იქნება დამოკიდებული, რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება დაიგეგმოს ბოლნისში“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics