05:00 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-20 15:32:39, 1204 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი - ძალიან ბევრი დაგროვდა ისეთი გამონათქვამები, რომლებიც ძალიან მოკლე დროში გაირკვა, რომ იყო ტყუილი

„ძალიან ბევრი დაგროვდა ისეთი გამონათქვამები, რომლებიც ძალიან მოკლე დროში გაირკვა, რომ იყო ტყუილი“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ისეთივე სიმართლე იყო ის ფაქტი, რომ ტელევიზორებიდან გაიგეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ, როგორც ის, რომ 14 ნოემბერს თავისით მოხდა ჩავარდნა და მაჟორიტარების ამბოხებამ ჩააგდო  ცვლილებები.

„ძალიან ბევრი დაგროვდა უკვე ისეთი გამონათქვამები, რომლებიც ძალიან მოკლე დროში გაირკვა, რომ იყო ტყუილი. დაწყებული როგორი სიმართლეც იყოს ის, რომ 14 ნოემბერს თავისით მოხდა ის ჩავარდნა და მაჟორიტარების ამბოხებამ ჩააგდო ეს ცვლილებები. როგორი სიმართლეც იყო ის, რომ 8 მარტის შეთანხმებაში არ შედიოდა ორი ნაწილი და არ შედიო საერთოდ სისხლის სამართლის საქმეები. ასეთივე სიმართლე იყო ეს კონკრეტული ამბავიც, რომ ტელევიზორებიდან გაიგეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ის, რომ პრეზიდენტი ამ ორ პირს იწყალებდა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ექვსმა ამერიკელმა სენატორმა ტრამპი რუსეთისგან დიზელის საწვავის შესყიდვის გეგმასთან დაკავშირებით კანონის დარღვევაში დაადანაშაულა
ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ომი "ახალ, ბნელ ფაზაში" შევიდა
„ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ სამართლიანი სამყარო“: ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერმა გააკრიტიკა ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics