|
2020-05-19 18:19:01, 1498 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე გოცირიძეს - შეზღუდვების გაგრძელების საჭიროების შემთხვევაში 2 გზა არსებობს - საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება ან არსებული შეზღუდვების ამოქმედება
„თუ ეთანხმებით, რომ გარკვეული შეზღუდვები საჭირო იქნება მომდევნო პერიოდშიც, ამის მხოლოდ 2 გზა არსებობს - გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა, ან მეორე, რომ რა შეზღუდვებიც უკვე დევს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ მოქმედ კანონში, ეს ავამოქმედოთ და მივცეთ შესაძლებლობა მთავრობას, რომ ეს შეზღუდვები პანდემიის მართვისთვის გამოიყენოს",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპონენტები ან ერთ გზას უნდა დაეთანხმონ, ან მეორეს - თუ ორივე მიუღებელია, ეს უბრალოდ პრობლემისგან თავის არიდებას ნიშნავს. „სხვა გამოსავალი, სხვა ლოგიკური ალტერნატივა არ არსებობს. ეს არის ამ ცვლილებების არსი",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. "ცვლილებები, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს, აზუსტებს და დღევანდელ მოცემულობაში განმარტავს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს შეზღუდვები და ეს პრევენციული ზომები, რომელიც რეალურად გვჭირდება მომდევნო პერიოდში. ეს განმარტება თქვენთვის, უბრალოდ, რომ დავასრულოთ ის აპოკალიპტური პროგნოზები, რომელიც აქ გააკეთეთ. მოქმედი რედაქცია, რომელსაც სხვათა შორის, თქვენთვის ძალიან ნაცნობი ადამიანი აწერს ხელს, თქვენთვის ნაცნობ წლებში, ითვალისწინებს ასეთ შეზღუდვებს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის. ამ კანონის, მოქმედ რედაქციაში, წერია, (მეორე თავი, მუხლი 5), რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი და იურიდიული პირი ვალდებულია, არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის დაავადებების გავრცელების საფრთხეს და იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას. ამავე კანონის მოქმედ რედაქციაში წერია, რომ პირი ვალდებულია, შეწყვიტოს საქმიანობა, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას. ამავე მოქმედ კანონში წერია, რომ პირი ვალდებულია დაიცვას სანიტარული და ეპიდემიოლოგიური ნორმები, რომელსაც მათ მიუთითებენ ჯანდაცვის სამსახურები", - განაცხადა თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)