|
2020-05-19 11:54:54, 15147 ნახვა
Lifestyle
ჰოლივუდის ოთხი ვარსკვლავი, რომელთა პირველი სამსახური მაკდონალდსი იყო
ჰოლივუდის ყველა ვარსკვლავს მსახიობთა დინასტიებთან კავშირი როდი აქვთ. ბევრ მსახიობს ოცნების მიღწევაში არავინ დახმარებია, წითელ ხალიჩამდე საკუთარი სისხლის და ოფლის ფასად გზა თავად გაიკვლიეს. ჯეიმს ფრანკო "ოსკარის" და "ოქროს გლობუსის" პრემიების მფლობელი ოდესღაც მცირე ზომის "მაკდონალდს"-ში მუშაობდა. მსახიობს ეს არასოდეს დაუმალია და ერთხელ აღიარა, რომ "ის დრო ენატრება" და პირველ სამსახურს ხშირად სტუმრობს ხოლმე. ჯენიფერ ენისტონი ჰოლივუდის ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მსახიობია. ენისტონმა განსაკუთრებული პოპულარობა ტელესერიალ "მეგობრები"-ს მერე მოიპოვა. ბევრმა არ იცის, რომ სტუდენტობის დროს ჯენიფერი სწავლის პარალელურად ორ სამსახურში მუშაობდა-გასართობ ცენტრში და "მაკდონალდს"-ში მიმტანად. მან ერთხელ აღიარა, რომ პოპულარობა სწორედ ამ გამოცდილებამ და შრომისადმი სიყვარულმა მოუტანა. ბრედ პიტმა წინა ორისგან განსხვავებით, კავშირი სწრაფი კვების ობიექტთან დამალა და მხოლოდ ეხლახავს გახდა ცნობილი, რომ მსახიობი 80-იანებში "მაკდონალდსის" ერთ-ერთ ფილიალთან წიწილას კოსტუმში იდგა, რაც რესტორნის ერთ-ერთი საფირმო მარკეტინგული ხრიკი იყო. ჯულია რობერტსი ძალიან ღარიბ ოჯახში იზრდებოდა, 16 წლის გოგონას "მაკდონალდსში" მუშაობაზე ორჯერ უარი სწორედ მისი ასაკის გამო უთხრეს, მაგრამ 17 წლის რომ გახდა ამერიკული ნაყინის "ბასკინ რობინსის" კაფეში მიიღეს. იქ ჯულია ლიმონათს 2 წლის მანძილზე ამზადებდა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|






ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)