|
2020-05-16 15:43:42, 1854 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა - საზოგადოებამ დაინახა, რომ ქვეყანა არ არის მარტო, სამყარო არ არის ჩალით დახურული და არც კორონავირუსით შებურული
შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს, შესაბამისად გიორგი რურუამაც უნდა დატოვოს საპატიმრო და მე იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებამ დაინახა, რომ ქვეყანა არ არის მარტო, სამყარო არ არის ჩალით დახურული და არც კორონავირუსით შებურული. „შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს, შესაბამისად, გიორგი რურუამაც უნდა დატოვოს საპატიმრო და მე იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება. მოხდება აღკვეთის ღონისძიების ჩანაცვლებით თუ პრეზიდენტის შეწყალებით, მე დეტალები არ ვიცი, მაგრამ ფაქტი უნდა შედგეს და ეს სამარცხვინო ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უნდა გადაიშალოს. საერთოდ არ მსიამოვნებს ის, რომ ჩემს ქვეყანაზე საერთაშორისო პარტნიორები ამბობენ, რომ ჰყავს პოლიტპატიმრები, რადგან ამას თავისი ხიფათი და მინუსები მოსდევს, მოსდევს პრობლემები ქვეყნისთვის. არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლება ამას გააცნობიერებს, მაგრამ ერთი რამე არის ფაქტი და ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს ქვეყანა არ არის მარტო, სამყარო არ არის ჩალით დახურული და თუნდაც, არც კორონავირუსით შებურული და ის, რაც სიმართლეა და რა ვალდებულებასაც აიღებ, როგორც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს შენთვის, უნდა შეასრულო. თუ ხარ ხელისუფლებაში, უნდა გესმოდეს, რომ საჭიროა ხშირად მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ამაზე მეტად საჭიროა, რომ აღებული ვალდებულებები შეასრულო. ასეა ადამიანურ ურთიერთობაში, ასეა საერთაშორისო პოლიტიკაში და ასეა შიდა პოლიტიკაში“, - განაცხადა უგულავამ.
„მოიწვიე ფინედუ კლასში“ - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)