|
2020-05-16 15:27:52, 1816 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით, სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელი - შპს „ეკო ბოჰემია" გაიხსნა
ქართულ ბაზარზე, „თიბისის“ მხარდაჭერით, უმაღლესი ხარისხის ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელი შპს „ეკო ბოჰემია" იწყებს ფუნქციონირებას. მხარდაჭერის პროექტის ჯამური ღირებულება 1 000 000 ლარია. საწარმოში წარმოებული ანტისეპტიკური ხსნარები ეკოლოგიურად სუფთა, უამღლესი ხარისხის უსაფრთხო პროდუქტს წარმოადგენს და არ არის ტოქსიკური. პროდუქცია შესაბამისად დამუშავებული წყლით. წარმოების პროცესში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ფრანგული ეთერზეთები. საწარმოს გააჩნია ISO სერტიფიკატი და ის აქტიურად თანამშრომლობს ლუგარის ლაბორატორიასთან. „ეკო ბოჰემიას" პროდუქციას აქვს, როგორც ლუგარის ლაბორატორიის, ასევე სხვა აკრედიტებული ლაბორატორიების დასკვნა. საწარმოში, რომელიც წეროვანში მდებარეობს, 45 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული. საწარმოს წარმადობა თვეში 400 ტონა პროდუქტია. აქედან 200 ტონა ხელის ანტისეპტიკები, 200 კი - სადეზინფექციო საშუალებებია. პროდუქცია ამჟამად მხოლოდ საქართველოს ბაზარზე ვრცელდება, თუმცა მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე სამომავლოდ მისი რაოდენობის გაზრდა იგეგმება. შპს „ეკო ბოჰემია" საწარმო „ბერტას" ბაზაზე შეიქმნა, რომელიც ამიერკავკასიის რეგიონში საყოფაცხოვრებო მოხმარებისა და ჰიგიენური საუალებების პირველი და უდიდესი მწარმოებელი იყო. საწარმოს გააჩნია საკუთარი ქიმიური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორია და აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის ევროპული დანადგარებით. „არსებულ რეალობაში თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იმ ინიციატივების მხარდაჭერაა, რომელთა მიზანიც COVID-19-ის გავრცელებასთან ბრძოლაა. აღნიშნული მიმართულებით, „თიბისი“ არაერთი პროექტის როგორც ავტორი, ასევე პარტნიორია. აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან. შპს „ეკო ბოჰემიას" წარმოებული ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებები, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელი პროდუქციაა. ამასთანავე, თიბისისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და საამაყოა ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც მაღალი ხარისხის ეროვნულ წარმოებას ავითარებს და ადგილობრივების დასაქმებას უწყობს ხელს", - განაცხადა გიორგი თხელიძე, "თიბისის" გენერალური დირექტორის მოადგილე.
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)