|
2020-05-13 11:28:46, 6613 ნახვა
სხვადასხვა
„თიბისის“ აპლიკაციების კონკურსის ფინალისტები გამოვლინდნენ
„თიბისის“ აპლიკაციების კონკურსის 11 ფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია. ფინალში ის მონაწილეები გადავიდნენ, რომელთა მიერ შექმნილი მობილური და ვებ აპლიკაციები ჟიურის წევრებმა საუკეთესოდ მიიჩნიეს. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებმა ისეთი პროექტები წარადგინეს, რომლებიც ბიზნესებისთვის ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებასა და პროცესების ავტომატიზირებას უწყობს ხელს. კონკურსის ფინალისტი აპლიკაციებია: · Gamo Carploonig - ერთი მიმართულებით მიმავალ ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს და საწვავის თანხის განაწილებას სთავაზობს; · Inventors - მომხმარებლებს სთავაზობს იდეალურ მდგომარეობაში საჭირო ნაწილების მოძიებას, რელევანტურ ფასს, მდგომარეობის განსაზღვრას, გარანტიას, ნაწილის მიწოდებას და ელექტრონულ ტრანზაქციებს; · Autonomi - სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებს, მათ შორის ბანკებს საშუალებას აძლევს დისტანციურად მარტივად მოახდინონ მომხმარებლების იდენტიფიცირება და მათთვის ციფრული სერვისების ადაპტირება; · Email Commander - Gmail-ზე შემოსული და გაგზავნილი წერილების ძიებასა და ორგანიზებაში ეხმარება მომხმარებელს; · OFFERME - კომპანიებს ეხმარება უფრო ეფექტურად მართონ შეთავაზებები და გაიცნონ თავისი მომხმარებლები,მეორე მხრივ მომხმარებლებს უმარტივებს და უზოგავს დროს, რათა მოძებნონ მათზე მორგებული შეთავაზებები; · TYPLINE - მართვის ქლაუდ სისტემა კომპანიებს საშუალებას აძლევს მომხმარებელს დააჯავშნინონ ადგილი რიგში ონლაინ; · Reflect - აპლიკაციის საშუალებით დასაქმებულებს აქვთ შესაძლებლობა სამუშაო დღის ბოლოს მიუთითონ როგორი ემოციითა და განწყობით დაასრულეს დღე, აღრიცხონ რომელ საათზე დაიწყეს მუშაობა და რომელზე დატოვეს ოფისი; · Sallus health and safety -ხელმისაწვდომი იქნება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისა და კომპანიის დირექტორისთვის. გადანაწილებულ მოვალეობებზე და პასუხისმგებლობებზე შესაბამის დასაქმებულებს მუდმივად მიუვათ შეტყობინებები, რაც მოაგვარებს პასუხისმგებლობის და კომუნიკაციის საკითხს; · MailMock - პროგრამისტებს ეხმარება კოდის იმ ნაწილის გამოცდაში, რომელიც მეილების გაგზავნაზეა პასუხისმგებელი; · "Tvibo -განკუთვნილია უსაფრთხოების კამერებიდან ან ნებისმიერი სხვა წყაროდან ვიდეოსიგნალის ქლაუდ სერვისში შენახვის, ანალიზისა და სურვილის შემთხვევაში, საჯარო გავრცელებისათვის; · PAYZEE - ელექტრონული კომერციის სივრცეში თანამედროვე და მოქნილი გადახდების პლატფორმაა. კონკურსის გამარჯვებულები ივნისში გამოვლინდებიან და მათ ფულადი პრემიები გადაეცემათ. I ადგილი - 30 000 ლარი, II და III ადგილი - 15 000 ლარი. გამარჯვებულები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩევიან: რამდენად ჭრის აპლიკაცია ბიზნესებისთვის რეალურ პრობლემას, როგორია აპლიკაციის კონცეფცია, ბიზნესმოდელი და ა.შ. კონკურსის დასრულების შემდეგ გამარჯვებულებს კონკრეტული დრო მიეცემათ პროტოტიპების დასასრულებლად. ფულადი ჯილდო კი აპლიკაციის სრულყოფას მოხმარდება. აპლიკაციების კონკურსი თიბისის პროგრამა „სტარტაპერის" გუნდმა ორი წლის წინ წამოიწყო. პროექტის მიზანი ერთი მხრივ, ბიზნესებისთვის ადამიანური და დროის რესურსების დაზოგვის ხელშეწყობაა, მეორე მხრივ კი ამ მიმართულებით ახალი სტარტაპების გაჩენის სტიმულირება. პროექტის მხარდამჭერია ნიდერლანდების განვითარების ბანკი - FMO.
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)