|
2015-01-27 13:10:48, 1261 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველის აპარატი იური ვაზაგაშვილის საქმეზე დღეს ახალ დეტალს გაამჟღავნებს
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებამ შედეგი მალე უნდა დადოს. უჩა ნანუაშვილი საქმის გამოძიების გაჭიანურების შემთხვევაში, დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრობს. ამასთან, ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი იური ვაზაგაშვილის დაღუპვის საქმესთან დაკავშირებით, დღის განმავლობაში კიდევ ერთ დეტალს გაამჟღავნებს. "აუცილებელია ამ საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული შედეგი ძალიან მალე დაიდოს.თუ შედეგი არ დაიდება, რა თქმა უნდა, შესაბამისად, პროკურატურამ გარკვეული პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. აუცილებელია ამ საქმის დაუყოვნებლივი და ეფექტური გამოძიება, ამისთვის მნიშვნელოვანია ყველა ბერკეტის გამოყენება.თუ არ მოხდება გამოძიება, უნდა ვიფიქროთ სხვა მექანიზმზე, მათ შორის, თუნდაც საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმანზე. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ საქმის გამოძიებას. კიდევ ერთ დეტალს დღეს ცოტა მოგვიანებით გავამჟღავნებთ",-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. შეგახსენებთ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის ააფეთქეს. იური ვაზაგაშვილი, 25 იანვარს შვილის გვერდით დაკრძალეს.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)