|
2020-05-12 10:20:49, 7500 ნახვა
სხვადასხვა
დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „ახმეტა" დაემატა
საქართველოში რეგისტრირებული დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „ახმეტა" დაემატა. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტი" გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მიმართა. ახმეტის მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა, რეგიონისთვის დამახასიათებელი მშრალი სუბტროპიკულიდან ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულზე გარდამავალი კლიმატი, მუქი ყავისფერი კარბონატული ნიადაგები, მწვანე კახურის ჯიშის ვაზის მიერ ამ მიკროზონაში გამოვლენილი გამორჩეული თვისებები, განსაზღვრავენ ღვინო "ახმეტის" განსაკუთრებულ ღირსებას. „ახმეტა" (დამატებითი აღნიშვნა „ახმეტის მწვანე") თეთრი ან ქარვისფერი ღვინოა. მიკროზონა ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობს და ქალაქ ახმეტის გარდა, მოიცავს სოფლებს: საკობიანო, მატანი, ქისტაური, არაშენდა, ახშანი, ახშნისველები, ინგეთი, კოჯორი, ოსიაური, საჩალე, ოჟიო, ალავერდი, კოღოთი, ჩაბინაანი, ხორხელი, ზემო ხოდაშენი, აწყური, ახალდაბა, ჩარექაული, ზემო ალვანი, ხორბალო, ქვემო ალვანი, ბაბანეული, მაღრაანი, ფიჩხოვანი და არგოხი. „ახმეტა" თეთრი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ახმეტის მიკროზონაში მოწეული კახური მწვანის ჯიშის ყურძნიდან, ხოლო „ახმეტა" ქარვისფერის დამზადებისას დასაშვებია კახურ მწვანეს დაემატოს ამავე მიკროზონაში მოწეული ქისის დან ხიხვის ჯიშის ყურძენი, ჯამურად 15%-მდე. ამ დრომდე საქართველოში დარეგისტრირებული იყო ქართული ღვინის ადგილწარმოშობის 21 დასახელება.
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)