|
2020-05-10 12:24:23, 14556 ნახვა
ომი უკრაინაში
ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული 9 ახალი პაციენტი დაემატა
ბოლო 24 საათში ცხრა ახალი შემთხვევაა დადასტურებული და მათი უმეტესობა ცნობილი წყაროებიდანაა - ამის შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ცხრა პაციენტიდან უმეტესობა თეთრიწყაროს კლასტერიდანაა. „ბოლო 24 საათში ცხრა ახალი შემთხვევაა დადასტურებული და ახლა არის 635 შემთხვევა. ეს არის ძირითადად ცნობილი წყაროები. ამ ცხრა პაციენტიდან ყველაზე მეტი არის თეთრიწყაროს კლასტერიდან. დაემატა 12 გამოჯანმრთელებული და ახლა გვყავს უკვე 309 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ამ მონაცემებით, „კოვიდ-19“-ის მიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 316 პაციენტი მკურნალობს. ჩვენს ცენტრში სიტუაცია უცვლელია, ახალი პაციენტი არ მიგვიღია, შესაბამისად, ამ დროისთვის გვყავს 40 კოვიდინფიცირებული, მათი მდგომარეობა ძირითადად საშუალო სიმძიმისაა, გვყავს კრიტიკულად მძიმე ერთი პაციენტი, მძიმე პნევმონიით. დღის განმავლობაში ჩატარდება ორ შესაძლო შემთხვევაზე ლაბორატორიული კვლევა და დღის ბოლოს მივიღებთ ალბათ პასუხს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)