14:13 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-08 16:20:21, 1170 ნახვა

პოლიტიკა
საბერძნეთი საქართველოსთან უსაფრთხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე მზაობას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი დღეს საბერძნეთის პრეზიდენტს, კატერინი საკელაროპულუსის კორონავირუსთან დაკავშირებით ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა.

 საუბრისას პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველოში და საბერძნეთში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა და აღნიშნეს, რომ ორივე ქვეყანამ პანდემიასთან ბრძოლისას ეფექტური და სწრაფი ზომები განახორციელა, ახლა კი, შემდეგი გამოწვევა ახალი ეტაპი -  ეკონომიკის გახსნაა.

 საქართველოსა და საბერძნეთის პრეზიდენტებმა იმ სირთულეებზე ისაუბრეს, რომელიც პანდემიამ ტურიზმის სფეროში, როგორც ორივე ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორში შექმნა.

 აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, კრიზისის შემდგომ პერიოდში ქვეყნებს შორის თანამშრომლობა უსაფრთხო ტურიზმის განვითარების საკითხში, რადგან ორივე ქვეყანა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებულია ტურიზმზე.

 საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე  შეიქმნას უსაფრთხო ტურიზმის კონცეფცია, როგორც ევროკავშირის, ასევე, საერთაშორისო ტურიზმის ორგანიზაციის რჩევების გათვალისწინებითა და სტანდარტებით. როგორც საბერძნეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, საბერძნეთი უკვე ფიქრობს სწორედ სანიტარული წესების დაცვით უსაფრთხო ტურიზმის ამოქმედებაზე.

 აღინიშნა, რომ საინტერესო იქნება საქართველოსა და საბერძნეთს შორის სწორედ ამ სტანდარტების დაცვით დაიგეგმოს უსაფრთხო ტურიზმის განვითარება.

 საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების საკითხი განიხილა და აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის პერიოდი ის დროა, როცა საქართველომ ურთიერთობა უნდა გააძლიეროს ევროკავშირთან.

საქართველოს პრეზიდენტმა საბერძნეთის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics