|
2020-05-06 12:46:41, 12268 ნახვა
პოლიტიკა
Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოს შეფასება გაუარესდა
Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოს შეფასებამ 3.25 შეაგინა, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით გაუარესებულია. ქვეყანა კი ჰიბრიდული ქვეყნების ჩამონათვალში რჩება. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია არაერთ საკითხზე, მაგალითად ისეთებზე, როგორიცაა სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზები, პოლიპატიმართა საკითხი, პოლარიზებული პოლიტიკურ გარემო და სხვები. Freedom House-ის ანგარიშში საუბარია პარლამენტში ოპოზიციის ბოიკოტზე. ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ არაერთი კანონპროექტი მათი პროტესტის ფონზე მიიღეს. „საპარლამენტო პარტიების სრული ან ნაწილობრივი ბოიკოტი ალბანეთის, ბულგარეთის, საქართველოს, მონტენეგროსა და სერბეთის პარლამენტების მუშაობას აფერხებს და მიანიშნებდა სიმართლისა და ლეგიტიმურობის არარსებობაზე“, - ვკითხულობთ ანგარიშში. ასევე, აღნიშნულია, რომ ბოიკოტი ქვეყნის პარლამენტში არსებული სისუსტის გამოხატულებაა. ანგარიშში საუბარია სასამართლო სისტემაზე. მათი თქმით, სასამართლო სისტემა დიდი ხანია, რაც საქართველოს პოლარიზებულ პოლიტიკას წარმოადგენს, თუმცა თვითნებური დაპატიმრებები და არაერთი სხვა საკითხი, 2019 წელს და 2020 წლის დასაწყისში კიდევ უფრო გამწვავდა. „მართალია, სასამართლო სისტემა დიდი ხანია, რაც საქართველოს პოლარიზებულ პოლიტიკას წარმოადგენს, თუმცა თვითნებური დაპატიმრებები და არაერთი საკამათო სასამართლო საქმეები 2019 წელს და 2020 წლის დასაწყისში კიდევ უფრო გამწვავდა. პოლიტიკურ დარგში ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე გამოჩნდა თუ არა, მაშინვე ფულის გათეთრების ბრალდება წაუყენეს. ხოლო უფრო დამკვიდრებულ ოპოზიციურ ლიდერს, გიგი უგულავას, 38 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ესაა საჯარო სახსრების ბოროტად გამოყენება. ამ ფონზე კი, მმართველმა გუნდმა ქვეყნის უზენაეს სასამართლოს 14 მოსამართლე, „უაღრესად დისფუნქციური და არაპროფესიონალი პირები“, უვადოდ დანიშნა“, - ვკითხულობთ ანგარიშში. ამავდროულად, ყურადღება გამახვილებულია პროპორციული საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდებასთან დაკავშირებითაც და აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისი მაშინ იქნა შემსუბუქებული, როდესაც მარტში მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. „2020 წლის თებერვალში, ყველა ოპოზიციური ბლოკის დეპუტატებმა დატოვეს საკანონმდებლო ორგანო მას შემდეგ, რაც მთავრობამ უკან დაიხია დაპირება, რომ ქვეყანა სრულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასულიყო. ამ სისტემამ შეამცირა მმართველი, „ქართული ოცნების“ პარტიის შანსები საპარლამენტო არჩევნებში კვლავ გამარჯვების შესახებ. კრიზისი მხოლოდ მაშინ იქნა შემსუბუქებული, როდესაც საერთაშორისო შუამავლობის დახმარებით, მხარეები მარტში შეხვდნენ“, - განაცხადეს ორგანიზაციაში. და ბოლოს ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ქვეყნებში დემოკრატია მუდმივად უნდა იყოს დაცული და სწორედ ეს იქნება მთავარი ამოცანა ქვეყნებისთვის მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)