|
2020-05-05 19:44:54, 19400 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - ზეგიდან ტესტირების მეტად გაფართოების ეტაპზე გადავდივართ, გეგმაშია ფარმაცევტული პერსონალის ტესტირება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალ ჩამოყალიბდება გეგმა და ზეგიდან, კორონავირუსზე ტესტირება უფრო გაფართოებული სახით ჩატარდება. მანვე აღნიშნა, რომ გეგმაშია ფარმაცევტული პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე. „ჩვენ, თანდათანობით ტესტირების არეალს ვაფართოვებთ, იმიტომ რომ შემსუბუქების ღონისძიებებთან ერთად, რადგან რისკი ავიცილოთ თავიდან უფრო მეტი ხელმისაწვდომობა იყოს ტესიტირებაზე, იცით, რომ დაემატა ჯგუფები, ვინც აუცილებელია, შემდგომ ყველა ცხელების კლინიკაში მოთავსებული ადამიანი, ყველა პნევმონიით ნებისმიერ კლინიკაში, ახლა უკვე იტეესტება და ტესტირება წარმოებს ყველა ცხელების კლინიკის თანამშრომლების, ყველა პერსონალის, ექიმის, ექთნის, უმცროსი სამედიცინო პერსონალის, ასევე დაიწყო ტესტირება ყველა კარანტინიდან, მეცამეტე მეთოთხმეტე დღეს გამოსვლის წინ ყველა ადამიანის, რადგან არ გაგვეპაროს და ნაკლები იყოს ალბათობა. ასევე ტესტირება მიმდინარეობს, მოხუცთა სახელბის, როგორც ბენეფიციარების, ისევე მათი მომვლელებისა და პერსონალის. რაღაც ეტაპზე, ჩვენ შემდგომ უფრო მეტი გაფართოების ეტაპზე, უფრო მეტად გაფართოებულ ტესტირებას, და ეს გეგმა ხვალ იქნება, ზეგიდან იწყება მისი განხორციელება. რაც შეეხება კითხვას, ფარმაცევტებისა და სტომატოლოგების, დიახ, რადგან ისინი სამედიცინო პერსონალს მიეკუთვნებიან და მოგეხსენებათ, დღეს სასურსათო და ფარმაცევტული დაწესებულებები მუშაობს, თუმცა იქ არსებობს გარკვეული წინაღობა და ბარიერი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენს გეგმაში არის ფარმაცევტული პერსონალის, თუ არ ვცდები 8000-მდე ასეთი საქართველოში ტესტირება დავიწყოთ და ასევე, მიმდინაროებს აღრიცხვა სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებისაც, რომ მეტად დავიზღვიოთ თავი”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)