|
2020-05-05 14:02:25, 20909 ნახვა
ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული 38 პაციენტიდან 2 გამოჯანმრთელდა, ხოლო ერთი პაციენტი საყურადღებოა
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში 38 ინფიცირებულია განთავსებული, 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი საყურადღებოა მისი თანმხლები დაავადებების და ასაკის გამო. მანა ასევე განაცხადა, რომ არცერთი პაციენტი არ საჭიროებს ხელოვნური სუნთქვის ვენტილაციას. „რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 64 პაციენტია, აქედან 38-ს დაუდასტურდა ინფექცია, 2 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა და დღეს გავწერთ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რამდენიმე პაციენტია საყურადღებო პნევმონიით, თუმცა არცერთი ხელოვნური მართვითი სუნთვქის აპარატს არ საჭიროებს, რაც ძალიან გვახარებს. დღეს რამდენიმე პაციენტს ტესტირება ჩაუტარდა, ზოგს კი რეტესტირება და ხვალ ვის გაშვებას შევძლებთ მაგის პასუხი გვექნება მალე. 2 პაციენტიდან, რომელთაც პნევმონია აქვს ერთ-ერთი პაციენტი საყურადღებოა ასაკის და თანმხლები, მისი კარდიო ვასკულანური პრობლემებით, თუმცა მისი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. ახალი პაციენტი მხოლოდ ერთი გვყავს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არანაირი მძიმე კლინიკური გამოვლინებები არ აქვს. რაც შეეხება კორონავირუსთან ბრძოლას, ვიმედოვნებ მალე დავამთავრებთ, ფაქტია უკანასკნელ პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა აღარ შეინიშნება, ასე რომ შეგვიძლია პროგნოზებს გავუსწროთ და 6 ივნისის მაგივრად, 26 მაისს დავამთავროთ“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)