|
2015-01-27 11:48:50, 1272 ნახვა
საზოგადოება
გორში დაუზუსტებელი საკადასტრო საზღვრების მქონე მიწის ნაკვეთების დაზუსტება მიმდინარეობს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ქ. გორში დაუზუსტებელი საკადასტრო საზღვრების მქონე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება მიმდინარეობს. როგორც "ექსპრესნიუსს" სააგენტოდან აცნობეს, ამ ეტაპზე სამუშაოები 1000 მიწის ნაკვეთზე ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ მესაკუთრეებისთვის მიწის აზომვითი სამუშაოები დამატებითი ხარჯის გარეშე, უფასოდ ხორციელდება. ამ ხარჯს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სრულად ფარავს. 2010 წლიდან საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას, ელექტრონული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარმოდგენა აუცილებელია. აღნიშნული ნახაზი ერთიან საკადასტრო რუკაზე თავსდება. შესაბამისად, რუკაზე ხვდება იდენტიფიცირებული ნაკვეთის ადგილი, საზღვრები, ფართობი და ა.შ. ქონების მესაკუთრეების თანადგომისა და დაინტერესების შემთხვევაში, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ხელშეწყობით, რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრების დაზუსტების პროექტი მესაკუთრისათვის მაქსიმალურად მისაღებ პირობებში წარიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)