18:26 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-17 16:07:54, 5941 ნახვა

კულტურა
თიბისი ბანკის მიერ დაფინანსებული ფილმი ლოკარნოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

თიბისი ბანკის თანადაფინანსებით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რეჟისორ დათა ფირცხალავას "მამა" ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად აღიარეს. 

ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, დათა ფირცხალავას ნამუშევარი საერთაშორისო კინოფესფესტივალის საკონკურსო პროგრამაში, იმედისმომცემი  ტალანტების  სექციაში, Pardi di domain იყო წარდგენილი. 

ფილმი ეროვნული კინოცენტრის 2014 წლის კონკურსზე გამარჯვებული პროექტია, რომლის გადაღებაში "თიბისი ბანკმა" ფინანსური მონაწილეობა მიიღო. 
როგორც ცნობილია, თიბისი ბანკმა ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსი დამატებით 100 000 ლარით დააფინანსა, რამაც გაზარდა  კინოწარმოების ფონდი და შესაძლებელი გახდა დაგეგმილზე მეტი ფილმის დაფინანსება. 

ეს იყო  პირველი პრეცედენტი, როდესაც, ქვეყანაში კინემატოგრაფის განვითარების მიზნით, სახელმწიფო სუბსიდიასთან ერთად, კინოწარმოებაში ჩაერთო კერძო ბიზნესი. 

ლოკარნოს კინოფესტივალის პრიზიორ „მამა“-სთან ერთად,თიბისის თანადაფინანსებით გადაღებული ფილმებია: ტატო კოტეტიშვილის„ოგასავარა“,თამარ შავგულძის„პირველი დღე“, თორნიკე ბზიავას „მექელეხე“,  ვახო ჯაჯანიძის „გამოსვლა“ და  გიორგი წილოსანის “მზადება“. ფილმების პრემიერა პირველ ივლისს,კინოთეატრ "ამირანში" შედგა. 

ლოკარნოს კინოფესტივალი შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 1946 წლიდან იმართებადა ცნობილია როგორც აღმოჩენების ფესტივალი. მრავალი კინორეჟისორის თუ მსახიობის წარმატებული კარიერა სწორედ ლოკარნოში დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics