|
2020-04-28 15:02:23, 1999 ნახვა
ეკონომიკა
დაქირავებით დასაქმებულები, რომელმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილი, საგადასახადო შეღავათს მიიღებენ
დაქირავებით დასაქმებულები, რომელმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილი, საშემოსავლოს გადასახადში კომპენსაციის სახით საგადასახადო შეღავათს მიიღებენ. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. დაქირავებით დასაქმებული, რომელთა ხელფასი არ აღემატება 1 500 ლარს და დასაქმებულია კერძო სექტორში, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება ყოველი კალენდარული თვის განმავლობაში, თითოეულ დამქირავებელთან ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე 750 ლარის ოდენობით. „წარმოგიდგენთ ინფორმაციას მტავრობის ანტიკრიზისული გეგმის იმ ნაწილზე, რომელიც ეხება დაქირავებით დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებს. გემის აღნიშული ნაწილი შეეხება ჩვენი მოქალაქეების სამ კატეგორიას, არიან დაქირავებით დასაქმებულები, რომელბმაც შეინარჩუნეს სამსახური, დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და თვითდასაქმებულები. დაქირავებით დასაქმებულები, რომელმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილი, მიიღებენ საგადასახადო შეღავათს საშემოსავლოს გადასახადში კომპენსაციის სახით. დაქირავებით დასაქმებული, რომელთა ხელფასი არ აღემატება 1 500 ლარს და დასაქმებულია კერძო სექტორში, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება ყოველი კალენდარული თვის განმავლობაში, თითოეულ დამქირავებელთან ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე 750 ლარის ოდენობით. საგადასახადო შეღავათის მაქსიმალური რაოდენობა თითოეულ სამუშაო ადგილზე 150 ლარია, ხოლო საგადასახადო შეღავათის პერიოდი არის 2020 წლის 1-ელი მაისიდან 6 თვის განმავლობაში“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. მანვე განმარტა, რომ ამ შეღავათით ისარგებლებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირები ომის ვეტერანები, მარტოხელა დედის სტატუსის მქონე პირები, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირები და ა.შ „მინდა შევეხო საშემოსავლო გადასახადში მოქმედ შეღავათებს მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ ის მოქმედი შეღავათები, რომლებიც დღეს არსებობს, ისეთი ტიპის მოქალაქეებზე, მაგალითად როგორიც არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირები ომის ვეტერანები, მარტოხელა დედის სტატუსის მქონე პირები, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები და ა.შ ამ შეღავათების გამოყენებაც შეეძლებათ მათ პარალელურ რეჟიმში. ანუ ისინი ისარგებლებენ ახალი და მოქმედი შერავათითაც“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)