|
2020-04-25 14:58:13, 2558 ნახვა
ეკონომიკა
ქართველი მეზღვაურეპი სპეცრეისით თბილისიდან კოპენჰაგენში გაემგზავრებიან, სკანდინავიის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები კი - სამშობლოში დაბრუნდებიან
28 აპრილს, სპეციალური ავიარეისით ქართველი მეზღვაურები თბილისიდან კოპენჰაგენში გაემგზავრებიან, დანიაში და სკანდინავიის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები კი -სამშობლოში დაბრუნდებიან. აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ავიაკომპანია "Georgian Airways" შეასრულებს რეისს - თბილისი-კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებით, რომლითაც 22 ქართველი მეზღვაური, მათ შორის 1 კადეტი, კოპენჰაგენში გაემგზავრება. მეზღვაურები გამგზავრებამდე ყველა საჭირო სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. სპეციალური რეისი დაინიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და კომპანია "Elvictor Crew Management Service"-ის ორგანიზებით. "ელვიქტორ ქრიუ მენეჯმენთ სერვისი" წარმოადგენს ქართველი მეზღვაურების, მათ შორის კადეტების, ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსააქმებელს. ამავე ავიარეისით, საქართველოს მთავრობისა და საკრუინგო კომპანია "Elvictor Crew Management Service"-ის შეთანხმების საფუძველზე, დანიაში და სკანდინავის სხვა ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან. პანდემიის პერიოდში მეზღვაურები, ისევე როგორც ექიმები, პოლიციელები, ფრონტის წინა ხაზზე არიან. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) მიიჩნევს, რომ კრიზისის გადალახვა შეუძლებელი იქნება საზღვაო ტრანსპორტისა და გადაზიდვების მხარდაჭერის გარეშე. IMO-ს გენერალურმა მდივანმა სახელმიფოებს მისცა რეკომენდაცია მეზღვაურის პროფესია განიხილონ ე.წ. "საკვანძო პროფესიად" და ხელი შეუწყონ მეზღვაურთა როტაციას გემებზე. საქართველოსთვის მეზღვაურები საკვანძო პროფესიად რჩებიან. სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე, საქართველოს ნავსადგურებში ქართული ეკიპაჟის შეცვლის პროცესი არც პანდემიის პირობებში შეფერხებულა. მეზღვაურთა დასაქმების ხელშესაწყობად, გადაიდგა უპრეცედენტო ნაბიჯები, რომელიც პირველ რიგში მეზღვაურთა მოქმედი სერტიფიკატების ვადის გაგრძელებას უკავშირდება; ასევე, საგანგებო მდგომარეობის გამო ტრეინინგ კურსების შეზღუდვა, არ იმოქმედებს მეზღვაურთა სამუშაო დიპლომების გაცემაზე და ისინი ყველა საჭირო საბუთს ტრენინგ კურსზე მარტივად - დარეგისტრირების შედეგად შეძლებენ, დისტანციური სწავლების ფარგლებში კურსის თეორიული ნაწილის გავლის შემდეგ. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს შორეულ ნაოსნობაში მყოფი ეკიპაჟის წევრების რეპატრიაციასთან დაკავშირებით და მეზღვაურთა დაბრუნების საკითხის გადაწყვეტა ინდივიდუალურ რეჟიმში ხორციელდება. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აგრძელებს მეზღვაურთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით რიგი ღონისძიებების გატარებას. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში და გემთმფლობელთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, მომავალში კვლავ შესრულდება სპეციალური რეისები მეზღვაურების სხვადასხვა ქვეყანაში გასამგზავრებლად.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)