|
2020-04-25 13:11:17, 1649 ნახვა
საზოგადოება
ეკოლიდერთა სკოლის მონაწილეები გამოვლენილია
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ეკოლიდერთა სკოლისათვის მონაწილეთა შერჩევა დაასრულა.ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით მონაწილეთა შერჩევის მეორე ეტაპი დისტანციურად შედგა. ეკოლიდერთა სკოლა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასწავლო პროგრამაა, რომლის მონაწილეებიც კვალიფიციური ადამიანიების დახმარებით გაეცნობიან პლანეტის თანამედროვე გამოწვევებს და იმსჯელებენ პრობლემების გადაჭრის გზებზე, მიიღებენ ცოდნას გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ, განივითარებენ კრიტიკული აზროვნების, საკუთარი მოსაზრების დაცვისა და გუნდური მუშაობის უნარებს. ერთკვირიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამის ფარგლებში IX-XII კლასის მოსწავლეები შეისწავლიან ისეთ საკითხებს როგორიცაა:გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება,ნარჩენების მართვა,ბიომრავალფეროვნება,დაცული ტერიტორიები, ეკოსისტემური სერვისები,კლიმატის ცვლილება,ატმოსფერული ჰაერის პოლიტიკა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნოების სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ქვეყანაში ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის გამო, ისევე როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებები, გადავიდა ონლაინ მუშაობაზე და აგრძელებს დისტანციური სწავლების რეჟიმს.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)