|
2020-04-23 14:52:48, 2048 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი - ჩვენი ფერმერები ჩადიან გმირობას, როცა რთულ პირობებში ჩვენი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შრომობენ
ჩვენი ფერმერები ჩადიან გმირობას, როცა რთულ პირობებში ჩვენი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შრომობენ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეტაპობრივად, სულ უფრო ნაკლები წნეხი ექნებათ ფერმერებს. „ფერმერებს შეექმნათ გარკვეული დისკომფორტი, მაგრამ გადაწყვეტილებები რომლებსაც ვიღებთ არის არსებული ვითარებიდან გამომდინარე. შესაბამისად, გარკვეული კომპრომისი აუცილებელია. ჩვენ გვაქვს ჩვენი ფერმერების მხრიდან სოლიდარობის მოლოდინი. ჩვენი ფერმერები ჩადიან გმირობას, როცა რთულ პირობებში ჩვენი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შრომობენ. ჩვენ მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ მათ მხარდასაჭერად. იქნება გარკვეული სირთულეები და უხერხულობები ამ შემზღუდავი მექანიზმების გამო, მაგრამ სხვაგვარად, წარმოუდგენელია, რომ ჩვენ მივაღწიოთ პროგრესს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. 27 აპრილიდან, ქვეყანაში, ეტაპობრივად, დაიწყება მობილობის ზრდა, რაზეც დეტალურად პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს. შესაბამისად, გადაადგილების მეტი საშუალებები იქნება, რაც ნიშნავს, რომ რეალიზაციის პრობლემები უფრო მეტად მოგვარდება. ძალიან მნიშვნელოვანია სარეალიზაციო არხების საკითხი. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომლის თანახმადაც, ეტაპობრივად, აგრარული ბაზრები, შესაბამისი სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეძლებენ ოპერირებას. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ორგანიზებულად მოხდეს კომუნიკაცია მსხვილ მყიდველებსა და გამყიდველებს შორის. ყველა ეს ღონისძიება სიტუაციას შეამსუბუქებს. ეტაპობრივად, სულ უფრო ნაკლები წნეხი ექნებათ ფერმერებს. თუმცა, ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ ის შეზღუდვები, რომლებიც მოქმედებს გარდაუვალი აუცილებლობიდანაა გამომდინარე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)