|
2020-04-23 13:43:07, 1489 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სრულ მედპერსონალს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სრულ მედპერსონალს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსები, როგორც მაღალი რისკის ზონებში მომუშავე პირები, პერიოდულად შესაბამის შემოწმებას გაივლიან. ამ დროისთვის, ტესტირება სასწრაფო დახმარების 900-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა. მათგან გამოკვეთილია მხოლოდ 7 საეჭვო შემთხვევა, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. „სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს შეხება აქვს კოვიდ-19-ის, როგორც დადასტურებულ, ისე საეჭვო შემთხვევებთან. შესაბამისად, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოხდეს ყველა თანამშრომლის შემოწმება. ჩვენს მედპერსონალს აქვს სრული პერსონალური დაცვის აღჭურვილობა, თუმცა აბსოლუტური პრევენციისთვის, ყველა ეკიპაჟის წევრი გაივლის შემოწმებას, რათა დაცული იყოს, როგორც თანამშრომელთა, ისე მოქალაქეთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება“ - განცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ. ამ ეტაპზე, კოვიდ-19 დადასტურებული აქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 18 თანამშრომელს, რომელთაგანაც 16 ე.წ. ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)