|
2020-04-22 14:50:51, 1289 ნახვა
საზოგადოება
„სმარტმა“ მომხმარებელთა თერმო სკრინინგი დაიწყო
განახლებული ფორმატის „სმარტმა“ თანამშრომლებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობის უსაფრთხოების წესები კიდევ უფრო გაამკაცრა და ყველა სუპერმარკეტში მომხმარებელთა თერმო სკრინინგი დაიწყო. შეგახსენებთ, რომ „სმარტმა“ COVID-19-ით ინფიცირების პრევენციისვის სუპერმარკეტების ქსელში გაითვალისწინა ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის საერთაშორისო თუ ლოკალურმა ორგანიზაციებმა განსაზღვრეს. სმარტის შესასვლელებში მომხმარებლებისათვის შექმნილია სანიტარული ზონა, სადაც მათ შეუძლიათ დაიმუშაონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით და მიიღონ ხელთათმანები, სუპერმარკეტში იცავენ სოციალურ დისტანციას, ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად ტარდება, თანამშრომლები აღჭურვილნი არიან სპეციალური ეკიპირებით, მოლარეთა დახლებზე დამონტაჟებულია დამცავი ფარები, მიმდინარეობს თანამშრომელთა თერმო სკრინინგი და ადმინისტრაციის თანამშრომლები მუშაობენ დისტანციურად. „სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის საკუთარი იმპორტის თუ ადგილობრივი პროდუქტებით და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. “სმარტი” ქსელის განვითარებას საწყის ეტაპზე შერჩეულ ფორმატში, ავტო და გაზ-გასამართ სადგურებზე და ავტობანებზე განაგრძობს.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)