20:18 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-21 14:46:53, 2459 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე - საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხზე პარლამენტში პრემიერ-მინისტრი უნდა მობრძანდეს და არა მისი კანცელარიის თანამშრომელი

საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხზე პარლამენტში პრემიერ-მინისტრი უნდა მობრძანდეს და არა მისი კანცელარიის თანამშრომელი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, პარლამენტმა და მთლიანად საზოგადოებამ პრემიერისგან გაიგოს, თუ რა სტრატეგია აქვს მთავრობას მომავალი ერთი თვის განმავლობაში.

„საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს ასი ათასობით ადამიანის მდგომარეობაზე ამ ქვეყანაში, ამიტომ აუცილებელია, ამ გადაწყვეტილების გასაცნობად პარლამენტში მობრძანდეს პრემიერ-მინისტრი და არა მისი კანცელარიის რომელიმე თანამშრომელი. აუცილებელია, პარლამენტმა და მთლიანად საზოგადოებამ სწორედ პრემიერისგან გაიგოს თუ რა სტრატეგია აქვს მთავრობას მომავალი ერთი თვის განმავლობაში, როგორ იქნება გამოყენებული და როგორ იმუშავებს საგანგებო მდგომარეობა, როგორ გამოსწორდება ის ხარვეზები, რომლებიც ყველამ დავინახეთ წინა თვის საგანგებო მდგომარეობის მიმდინარეობისას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის დარტყმებს შესაძლოა Yandex-ის სამივე სუპერკომპიუტერი გამოეყენებინა
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის დაწყების შესახებ გამოაცხადა
ქრისტიანობის 1700 წლისთავის აღსანიშნავად გაიხსნა სიმპოზიუმი სახელწოდებით „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“
ტრამპის პარტიაში მკაცრად აკრიტიკებენ მის გამონათქვამებს ზელენსკიზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics