22:40 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-17 17:01:09, 1298 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკმა“ ჯანდაცვის სამინისტროს 20 000 ლაბორატორიული ტესტი გადასცა

„საქართველოს ბანკი“ COVID 19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ზომების მიღებას აგრძელებს. ამ მიზნით ბანკმა შეიძინა 20 000 ლაბორატორიული ტესტი, რომელიც საქართველოშია და ის ვირუსთან ბრძოლის ეფექტურად გასაგრძელებლად მთლიანად  ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცა.

„COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგოდ ძალიან მნიშვნელოვანია საჭირო ოდენობის ლაბორატორიული ტესტის ქონა. ის მთავარი იარაღია პანდემიასთან ბრძოლაში. 20 000 ლაბორატორიული ტესტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ვირუსის წინააღმდეგ  ბრძოლაში. გვინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ყველას, დავიცვათ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები და მივცეთ ჩვენს მედიკოსებს შესაძლებლობა, შეასრულონ თავისი სამუშაო ისეთივე წარმატებით, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ. კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ყველას, ვისაც მცირედი წვლილი მაინც შეაქვს ამ საქვეყნო საქმეში. ახლა როცა ასე მნიშვნელოვანია ჩვენ საერთო მტერთან, COVID 19-თან ბრძოლა, მიგვაჩნია რომ ყველამ ერთად, ჩვენი ერთობით, უნდა ვიზრუნოთ ვირუსის დამარცხებისთვის“,- აცხადებენ "საქართველოს ბანკში".

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს უკვე გადასცა 10 სასუნთქი აპარატი,  50 000 პირბადე და 60 000 ხელთათმანი.  





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics