19:26 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-13 09:59:46, 2478 ნახვა

პოლიტიკა
დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართება

დღეს პარლამენტში დეპუტატები ბიუროს სხდომას გამართავენ.

სხდომა, აღმაშენებლის დარბაზის ნაცვლად პარლამენტის კინოდარბაზში გაიმართება, სადაც ბიუროს წევრები ერთმანეთისგან დისტანცირებულად დასხდებიან.

ბიუროს სხდომა დღეს, 15:00 საათზეა დანიშნული.

13 აპრილის ბიუროს სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, პარლამენტს რატიფიცირებისთვის წარედგინება საქართველოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის გაფორმებული შეთანხმების რამდენიმე დოკუმენტი და ასევე, რამდენიმე კანონპროექტის ინიცირება მოხდება.

ბიუროსთვის წარსადგენ კანონპროექტებს შორის არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც კარანტინის ან/და იზოლაციის წესების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, პარლამენტში ბიუროსა და საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომები არ ჩატარებულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქრისტიანობის 1700 წლისთავის აღსანიშნავად გაიხსნა სიმპოზიუმი სახელწოდებით „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“
ტრამპის პარტიაში მკაცრად აკრიტიკებენ მის გამონათქვამებს ზელენსკიზე
რუსეთი საქართველოს კვლავ მოუწოდებს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ საზღვრების დემარკაციისკენ
რეზო კიკნაძე - ციხემ დედაჩემის და ორი ყველაზე ახლობლის ნომერი დაბლოკა - ბოლო ორი თვე ზარების გარეშე დამტოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics