18:52 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-11 15:24:24, 1640 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მთის მოსახლეობას აუცილებელი პროდუქტები ჩაუტანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით გეგმიური რეისი შეასრულა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მესაზღვრეების როტაციისა და მათთვის აუცილებელი ტვირთის ტრანსპორტირების გარდა, სასაზღვრო ავიაცია ადგილობრივ მოსახლეობასაც მოემსახურა.

„სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით კახეთის რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა თუშეთის სოფლების 25-მდე ოჯახს ძირითადი მოხმარების საკვები პროდუქტები ჩაუტანა.

სასაზღვრო ავიაციის გეგმიური რეისი ხევსურეთის მიმართულებითაც შესრულდა. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ პირიქითა ხევსურეთის სოფლებში მცხოვრებ 50-მდე ოჯახს პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები ჩაუტანა.

რთული გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პირობების გამო, თუშეთის, შატილისა და არხოტის სოფლები გარე სამყაროს ჯერ კიდევ მოწყვეტილია და მოსახლეობასთან კომუნიკაცია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით ხდება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Global Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში
DRI ვახო სანაიაზე: აზრის გამოხატვისთვის დაკავება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას
მედიის ადვოკატირების კოალიცია - მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება კრიტიკული ხმის ჩასახშობად და ჟურნალისტების დასასჯელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics