|
2020-04-10 13:38:46, 11471 ნახვა
ომი უკრაინაში
იმნაძე - საქართველოში წარმოებული პირბადეები წვეთოვანი ინფექციებისგან ეფექტურად იცავს, შეიძლება დემნა გვასალიამაც გამოუშვას ასეთი
მერე შეიძლება დემნა გვასალიამაც ასეთი გამოუშვას, იმიტომ, რომ მოსწონს ხოლმე ასეთი რამეები, გახსოვთ ხომ, როგორები ჰქონდა გამოშვებული? ასე რომ, მე ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ,- ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ქართული წარმოების პირბადეებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული პირბადეები წვეთოვანი ინფექციებისგან ძალიან ეფექტურად იცავს და მისი გამოყენება არა თუ მოქალაქეებს, არამედ მედიკოსებსაც შეუძლიათ. „დღევანდელი თაობა ცოტა განებივრებულია პირბადეების ნაირსახეობებით, რომელიც არსებობს ბაზარზე და იყო მსოფლიოში, დღეს ყველგან დეფიციტია. მე გუშინ იაპონიის პრემიერ-მინისტრი ვნახე და ამის დიზაინი ბევრად უკეთესია, ამას აქვს ერთი მხრიდან ცხვირის ადგილას მონიშნული და ვერ შეცვლი ისე, რომ არასწორად გაიკეთო. ეს აშკარად უფრო წინგადადგმული ნაბიჯია, ვიდრე ჩვეულებრივი პირბადე და ეს არის ანა-ბანა. სანამ იქნებოდა ის ნიღბები, ჩვენ ყველანი, მათ შორის ჩვენი სამსახური, რომელსაც ყველაზე საშინელი სახელი ერქვა საქართველოში - „შავი ჭირი" ვიყენებდით ასეთ ნიღბებს და ვმუშაობდით არა მარტო „შავ ჭირზე". სწორედ ის დეპარტამენტი, რომელიც შეისწავლის და დასკვნებს გასცემს ეს პირბადეები რამდენად დამცავია, მისი ხელმძღვანელი არის ბატონი შოთა ცანავა და გელა მგელაძე, ეს ორი ადამიანი, საქართველოში თავის დროზე ყვავილის ვირუსზე მუშაობდა და მუშაობდნენ აი ასეთი პირბადეებით, ჩვეულებრივი ბინტით. ეს იცავს წვეთოვანი ინფექციებისგან ძალიან ეფექტურად. ჩვენ ექიმებს ვურჩევთ გამოიყენონ რესპირატორი N95, მხოლოდ იმ დროს, როცა ისინი ახორციელებენ პაციენტებთან ინტუბაციას, სადაც აეროზოლიზაციის რისკი არის მაღალი. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ეს ექიმმაც კი შეიძლება უპრობლემოდ გამოიყენოს, არა თუ მოსახლეობამ,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებებისგან
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)