|
2020-04-07 23:36:23, 16288 ნახვა
ომი უკრაინაში
დავითაშვილი - კომერციულად მისაღები ინიციატივები შესაძლოა არ იყოს თავსებადი ჯანდაცვის რეკომენდაციებთან, ჩვენი უპირველესი ამოცანა კი, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველა კომერციულად მისაღები ინიციატივა, შესაძლოა არ იყოს თავსებადი ჯანდაცვის რეკომენდქციებთან, ხოლო მათი ამოცანა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაა. მან ასევე აღნიშნა, რომ გურიასა და ხაშურში მობილურმა ბაზრებმა დაიწყო ფუნქციონირება. „გურიასა და ხაშურში ფუნქციონირება დაიწყო მობილურმა ბაზრებმა. მოვუწოდებდი ყველა ახალი ინიციატივის ავტორს, რომ მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეთ მედიკოსებთან, გათვალისწინებული იყოს ჯანდაცვის უწყების მოთხოვნები. ჩვენ შეიძლება კომერციულად მისაღები ინიციატივები გვქონდეს, მაგრამ ეს არ იყოს თავსებადი ჯანდაცვის რეკომენდაციებთან. ჩვენი უპირველესი ამოცანაა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა. აქედან გამომდინარე, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს იმ რეკომენდაციებთან თანხვედრაში, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გასცემს. ამიტომ, ძალიან კარგია, როცა ჩვენ მედიაციას ვახდენთ სავაჭრო ჯაჭვის სხვადასხვა რგოლს შორის, ეს იქნება ფერმერები, მწარმოებლები, საბითუმო შემსყიდველი თუ მომხმარებელი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდეს ღია სივრცეებში, მოხდეს ისე, რომ მინიმალური იყოს კონტაქტი, იყოს სოციალური დისტანცირება, იყოს სანიტარიულ-ჰიგიენური წესები დაცული. პირბადეები უნდა იყოს გამოყენებული და ეს არის სავალდებულო პირობა, მათ შორის, ასეთი ტიპის სავაჭრო სივრცეების ფუნქციონირებისას, ეს არის უკვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ორგანიზებული პლატფორმები ითვალისწინებდეს მედიკოსების რეკომენდაციებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)