|
2015-08-11 16:23:37, 1115 ნახვა
სამხედრო
ვაზიანში საბრძოლო მანქანების ტარების ველი გაიხსნა
თავდაცვოს სასამინისტროს ინფორმაციით, ვაზიანის სასროლეთზე საბრძოლო მანქანების ტარების ველის (ე.წ. ტანკოდრომი) გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ. გენერალური შტაბის უფროსმა IV მექანიზირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და ახალი სასწავლო ობიექტის გახსნა მიულოცა. თავდაცვის მინისტრმა ვაზიანში თავდაცვითი საშუალებების განახლების საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასწავლო ობიექტს ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრიც გამოიყენებს. „ვაზიანში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის ეს ტანკოდრომიც ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის ნაწილი იქნება, რომელიც ამ თვის ბოლოს ოფიციალურად გაიხსნება. შეიარაღებისა და თავდაცვითი საშუალებების გაძლიერების თვალსაზრისით აქტიური მოქმედებები დავიწყეთ, ფრანგული კონტრაქტი მთელი ამ მოქმედებების მხოლოდ ნაწილია. ძალიან ბევრი შესყიდვა აქვს დაგეგმილი თავდაცვის სამინისტროს, რის შესახებაც, რა თქმა უნდა, დეტალურად ვერ ვისაუბრებთ. დაგეგმილია, როგორც ლოგისტიკური და ინფრასტრუქტურული საკითხების ფუნდამენტური მოგვარება, ასევე შეიარაღებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ვაზიანში საზეიმოდ გახსნილ საბრძოლო მანქანების ტარების ველს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული კაპრალის, რომან უგრეხელიძის სახელი მიენიჭა. კაპრალი უგრეხელიძე IV ქვეითი ბრიგადის 44-ე სატანკო ბატალიონის II სატანკო ასეულში ტანკის მძღოლ-მექანიკოსად მსახურობდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი და მისი მოადგილე ბესიკ ლოლაძე მიწვეულ სტუმრებთან ერთად სპეციალურად მოწყობილ კარავში ე.წ. ტანკოდრომის შესაძლებლობებს გაეცნენ. მოგვიანებით ასევე სპეციალურად მოწყობილ ველზე ჯავშანტექნიკის საჩვენებელი სწავლება გაიმართა და სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანებმა სხვადასხვა სირთულის მანევრები შეასრულეს. ე.წ. ტანკოდრომი მუხლუხიანი საბრძოლო ტექნიკის (ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა) მძღოლ მექანიკოსებისა და მეთაურებისთვის რეალური საბრძოლო პირობების მსგავს დაბრკოლებებს შეიცავს. სატანკო გვარეობა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი რგოლია შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის. ამ თვალსაზრისით, მეტად მნიშვნელოვანია ტანკის ეკიპაჟებისთვის ტექნიკის ტარების ველებისა და საბრძოლო დირექტრისების მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს ტანკისტების მზადყოფნის დონის ამაღლებას.
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
უკრაინელი და ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველი ალექსანდრა დელემენჩუკი გარდაიცვალა
ვენეციის კინოფესტივალზე ქართველი პროდიუსერების ფილმმა ჯილდო მიიღო
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)