|
2020-04-06 18:06:04, 15652 ნახვა
ომი უკრაინაში
ლევან რატიანი - პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 6 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ამჟამად კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 51 პაციენტია, საიდანაც 6-ის მდგომარეობა კრიტიკულია. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში განმეორებითი ტესტირებისათვის გაიგზავნა და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ის კლინიკას დატოვებს. „ამ ეტაპზე კლინიკაში არის 64 პაციენტი. აქედან 51 არის ინფიცირებული. კორონავირუსით ინფიცირებულმა 2-მა პაციენტმა დღეს დატოვა კლინიკა. რაც შეეხება კრიტიკულ პაციენტებს, კლინიკაში კრიტიკული პაციენტების განყოფილებაში მკურნალობს 6 პაციენტი. აქედან ჩვენი პირველი პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. ქალბატონი, რომელიც იყო 62 წლის დღეს გაიგზავნა განმეორებით ტესტირებაზე ლუგარში ანალიზები და თუ მივიღეთ უარყოფითი პასუხი ალბათ, ამ დღებში გაეწერება კლინიკიდან. რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, რომელიც მოხსნილია მართვითი სუნთქვიდან, გასულია რამდენიმე საათი, ამ ეტაპამდე ქალბატონი ინარჩუნებს გარეგანი სუნთქვის პარამეტრებს. იმედია ასე გაგრძელდება და ეს ქალბატონი რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან. რაც შეეხება 42 წლის მამაკაცს, რომელიც შემოსულია ჩვენს კლინიკაში რამდენიმე დღის უკან, კლინიკურად სახეზე იყო მწვავე რესპირატორული დისტრესი სუნთქვის მწვავე უკმარისობით, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. დინამიკა შენარჩუნებულია უარყოფითი დინამიკის გარეშე. რაც შეეხება დანარჩენ სამ პაციენტს, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე კრიტიკულია. განსაკუთრებით კი ერთი პაციენტის მდგომარეობაა მძიმე, რომელიც არის 67 წლის და რომელიც გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან. მისი ვიტალური პარამეტრები აღნიშნული სიმპტომური მკურნალობის შედეგად ნარჩუნდება. ორსულ ქალბატონებს რაც შეეხებათ, მათთან კლინიკური გამოვლინებები კორონავირუსით დამახასიათებელი ამ ეტაპამდე არ ვლინდება. გვყავს 2 ორსული. რაც შეეხება თერაპილ განყოფილებას, იქ წევს 29 პაციენტი, რომელთაგანაც 29-ვე კომპიუტერული ტომოგრაფიით დადასტურებული აქვს მწვავე პნევმონია რესპირატორული დისტრესინდრომის გამოვლინებებით“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)